იტალიელი მოდელის გამოჩენამ ქუჩაში საცობი გამოიწვია

იტალიელი მოდელის გამოჩენამ ქუჩაში საცობი გამოიწვია

31 წლის იტალიელ მოდელს, კლაუდია რომანის, პაპარაცებმა ფოტოები მაიამიში გადაუღეს. ფოტოგრაფების თქმით, იტალიელმა სექს-სიმბოლომ ქუჩაში მიმავალი კაცების ყურადღება მიიპყრო.

კლაუდია თამამი სამოსით ხშირად დადის, მაგრამ ამჯერად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მკერდზე სარტყელით გაწყობილი ღრმა დეკოლტიანი შავი, სექსუალური მოკლე კაბით ქუჩაში თავმომწონედ მიდიოდა, როდესაც მოულოდნელად ქარიან მონაკვეთში მოხვდა. კლაუდია შეეცადა უკანალი ხელით დაეფარა, მაგრამ უშედეგოდ.

კლაუდიას სიმაღლე 170 სანტიმეტრია; მართალია ამ სიმაღლის გოგონები სამოდელო სააგენტოებში არ აჰყავთ, მაგრამ მას გაუმართლა - მოდელს იდეალური პროპორციები და ფეხები აქვს; ფოტოგრაფებს ყველაზე მეტად მისი ლამაზი მკერდი ხიბლავთ. კლაუდია თითქმის ყველა მოდის ჟურნალის ფურცლებზე მოხვედრილა და ამასთან, ხშირად იღებენ მამაკაცების ჟურნალებისთვის - 2006 წელს 100 ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგშიც მოხვდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება