ანი ნადარეიშვილი - "წყნეთში აგარაკი არა, ბრაზილიაში გვაქვს"

ანი ნადარეიშვილი - "წყნეთში აგარაკი არა, ბრაზილიაში გვაქვს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მათე ციხესაშვილის (ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენელი) განცხადებას პასუხობს, რომელიც მან გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბარში გააკეთა.

"წყნეთში აგარაკი არა, ბრაზილიაში გვაქვს ვილა :))))))))) ისე ეს მგელი და აგარაკები როგორ ვერ იპოვეს ამდენი ხანი :))))))))", - წერს ნადარეიშვილი.

როგორც მათე ციხესაშვილმა "ყველა სიახლეს" განუცხადა, "დღეს ჩეჩნებს ხელს აძლევთ ბაჩანა ახალაიას ციხიდან გამოშვება, რადგან ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არც გააკეთებს, მას ბრალიც კი არ აქვს წაყენებული ლაფანყურის საქმეზე, შეიძლება მავანმა იკითხოს, თუ ასეთი მაგრები ხართ, აქამდე რატომ გააჭიანურეთ საქმეო? და მართალიც იქნება. მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ბაჩანას წყნეთში აქვს აგარაკი, სადაც 5 თვის წინ, ღამით, "ესტუმრნენ" სისხლის ასაღებად. საბედნიეროდ, სახლში არავინ აღმოჩნდა".

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს