ლივ ტაილერი - ჰოლივუდის სამაგალითო დედა

ლივ ტაილერი - ჰოლივუდის სამაგალითო დედა

36 წლის მსახიობი ლივ ტაილერი ჰოლივუდში ერთადერთი დედაა, რომელმაც შვილის გამო რამდენიმე მნიშვნელოვან როლზე უარი თქვა.

მსახიობი არ სწყალობს პაპარაცებს და სკანდალებში არასდროს ეხვევა. ვარსკვლავი აქტიურადაა ჩართული შვილის, მილოს სასკოლო ცხოვრებაში - მონაწილეობს ყველა ღონისძიებაში, რომელიც მილოს სკოლაში ეწყობა. კლასში მილო ყოველთვის გამოირჩევა და ეს ლივის დამსახურებაა - შვილს მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მას ჰოლივუდის სამაგალითო დედას უწოდებენ.

ლივ ტაილერი 2003 წელს ბრიტანელ მუსიკოსზე, როისტონ ლენგდონზე გათხოვდა. 2004 წელს კი შვილი, მილო შეეძინა. 2008 წელს როისტონი და ლივი ერთმანეთს დაშორდნენ. კოლეგებისგან განსხვავებით ტაილერი დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო და პარტნიორი არ ჰყოლია. რამდენჯერმე სრულიად უცერემონიოდ ჰკითხეს, თუ როდის იყო ბოლოს პაემანზე. ლივი საკუთარ თავს გამოუსწორებელ რომანტიკოსს უწოდებს და სჯერა, რომ დიდი სიყვარული როდესმე აუცილებლად ეწვევა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება