რა სტატუსით იმყოფებოდა დავით მაღრაძე ღარიბაშვილთან ერთად "ერეკლეობის" დღესასწაულზე

რა სტატუსით იმყოფებოდა დავით მაღრაძე ღარიბაშვილთან ერთად "ერეკლეობის" დღესასწაულზე

პოეტი დავით მაღრაძე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად თელავში იმყოფებოდა. დავით მაღრაძე მომავალ პრემიერთან ერთად სახალხო დღესასწაულ "ერეკლეობას" დაესწრო.

"ამბები.გე" დაინტერესდა რა სტატუსით იმყოფებოდა იგი შინაგან საქმეთა მინისტრის გვერდით თელავში გამართულ ღონისძიებებზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ მედიას აქამდე მაღრაძე ღარიბაშვილთან ერთად არ შეუმჩნევია. ამავდროულად, დავინტერესდით, ხომ არ განიხილავენ მის  კანდიდატურას ახალ მინისტრთა კაბინეტში კულტურის მინისტრის პოსტზე. ჩვენს ინტერესს პოეტი საკმაოდ აგრესიულად შეხვდა. კახური მრავალჟამიერის ფონზე ჩაწერილ სატელეფონო კომენტარში მან დასმული შეკითხვების გამო გაღიზიანება ვერ დამალა.

- დათო ვარ მაღრაძე. რა სტატუსი გნებავთ? არ ნახულობთ კადრებს? საერთოდ როგორ მირეკავთ?

-  კულტურის მინისტრად ხომ არ განიხილება თქვენი კანდიდატურა?

- კულტურის მინისტრად ალბათ თქვენ დაგნიშნავენ, მალე. მე როგორ მეკითხებით, მაგ სტატუსს, როგორ კადრულობთ ეგეთ რამეს საერთოდ.

ამის შემდეგ პოეტმა ჩვენთან საუბარი აღარ ისურვა და ტელეფონი გაგვითიშა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება