რუსეთი და ნაურუ ერთმანეთისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებენ

რუსეთი და ნაურუ ერთმანეთისთვის სავიზო რეჟიმს გააუქმებენ

რუსეთი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფო ნაურუ ერთმანეთისთვის სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად ემზადებიან.

"უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება მზადდება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნაურუს პრეზიდენტ ბარონ ვაკასთან შეხვედრისას.

ნაურუს პრეზიდენტი რუსეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ნაურუ - ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მომზადებულია avmalgin.livejournal.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა