როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე

როგორ დაიწერა ახალი სიმღერა მიხეილ სააკაშვილზე

მომღერალი ლევან ჩიჩუას, ანუ თიელს, ქართველ ჯასტინ ტიმბერლეიკადაც მოიხსენიებდნენ, სანამ საქართველოდან გაუჩინარდებოდა და ლონდონში წავიდოდა ვოკალის სასწავლებლად. დაბრუნებულმა საკუთარი სტუდია გახსნა, სკანდალიც ააგორა საახალწლო კონცერტზე, რომელზეც თიკო სადუნიშვილს აკოცა, შემდეგ კი ამის გამო თიკოსთან დაპირისპირებაც მოუხდა, თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა, მან ''ბათუმი ლაივისთვის'' სიმღერა ჩაწერა. ლევანს შოუბიზნესის სკოლის გახსნა სურდა, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა. შემოქმედებითადაც დროებით დაისვენა, თუმცა მისი მონაწილეობით, იდეითა და პროდიუსერობით 26 ოქტომბერს ''იუთუბზე'' მიხეილ სააკაშვილის გასაცილებელი სიმღერა მოვისმინეთ, რომელიც რეპერ სმაილთან ერთად ჩაწერა. სიმღერის სახელწოდებაა ''მიშას რაა... ბიძინა'' , რომელმაც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სიმღერაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავენ, რომ დროა, ''კუპალნიკი'' მოირგოს და ანაკლიისკენ გაეშუროს. ლევანს ამ სიმღერის შესახებ დეტალების გამოსარკვევად შევეხმიანეთ.

- შენი როლი როგორი იყო ამ სიმღერის შექმნაში?

- იდეა, მუსიკა და მისამღერის ტექსტი, ანუ ''მიშას რა, ბიძინა!..'' მე მეკუთვნის. რაც შეეხება სმაილს, მას რამდენიმე სახელი აქვს, მათ შორის ემსი სმაილი. ის ''ჯიდიესზე'' მუშაობს. დიდი ხანია, ასეთი სიმღერის გაკეთება მინდოდა, ციხის კადრების გავრცელების შემდეგ, როცა ვნახეთ, როგორ აწამებდნენ პატიმრებს. ვინაიდან ეს იყო ელექტროჰაუსი, ბევრმა რეპერმა უარი თქვა ჩაწერაზე, მე კი ვერ გავრეპავდი, რადგან მომღერალი ვარ და ვცადე ტექსტის დაწერა, მაგრამ უფრო რეპერს უნდა დაეწერა. როცა სმაილს მოვასმენინე, მოეწონა, რადგან ყველა ჟანრს უსმენს, მოსწონს, ძალიან ნიჭიერი ბიჭია. დაწერა ტექსტი და ერთ დღეში ჩავწერეთ, 26 ოქტომბერს კი ''იუთუბზე'' განვათავსეთ მარტივი ვიდეოთი.

მინდოდა, პრეზიდენტისთვის გაცილება მომეწყო. ამ სიმღერის გამოყენება პირადი მიზნებისთვის რომ მნდომებოდა, კლიპს გადავიღებდი და უფრო ადრე გავავრცელებდი, მაგრამ უბრალოდ, არჩევნების წინა დღეებში პრეზიდენტის გასაცილებლად გავავრცელე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება