ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ

ეკო ფანგანს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ ცნობენ

ორიოდ თვის წინ ეკო ფანგანმა ცხვირის ოპერაცია ისე გაიკეთა, რომ არავისთვის უთქვამს. მეგობრებს ოპერაციის შემდეგ ფოტო გაუგზავნა, ოჯახის წევრებს კი, პლასტირის გამო, რომელიც ცხვირზე ჰქონდა მიმაგრებული, ეგონათ, რომ ეკო ავარიაში მოყვა... სიმართლე მალე გაირკვა და ახლა ეკო ახალ გარეგნობას ეჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ცხვირის წვერი შეისწორა, ცვლილება რადიკალური გამოდგა. შეხვედრა კაფეში დავთქვით, თუმცა, როცა ქერა გოგონამ კარი შემოაღო, ვერ ვიცანი. ეკო ამბობს, რომ პირველი არ ვარ, ვინც ახალი გარეგნობით ვერ ცნობს.

- ეკო, მართლა ვერ გიცანი.

- ალბათ, ბევრი ფიქრობს, რად უნდოდა, მშვენიერი ცხვირი ჰქონდაო და მეც არ მაწუხებდა არასდროს ეს პრობლემა. მხოლოდ ცხვირის წვერი გავისწორე, ზევით მაქვს აწეული და ვიფიქრე, ძალიან არ დამეტყობა-მეთქი. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, შენი ცხვირის ერთი მილიმეტრი ყოფილა მთელი შენი სახის იერიო. ჩემი სვანური ხასიათი, რომელიც სახეზეც მქონდა, დავ-კარ-გე (იცინის)!.. არა უშავს, გადავიტან. კმაყოფილი ვარ. მეუბნებიან, რომ ცხვირის სახეში ჩაჯდომას ერთი წელი უნდა, ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა. საბოლოოდ რა და როგორი მინდა, გგონია, ვიცი? არასტანდარტული ოპერაცია გავიკეთე და არავინ იცოდა, რომ ამას ვაპირებდი. რადგან დიდი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ორი სამედიცინო პლასტირი მქონდა ცხვირზე, თანაც, ჩემები ისედაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. სახლში იფიქრეს, რომ ავარიაში მოვყევი და დედაჩემმა ყვირილი დაიწყო, ეგრევე დავამშვიდე, არაფერი მომსვლია-მეთქი. მეორე მომენტი ის არის, რომ სულ ანჯელინა ჯოლიდ რომ გაიღვიძო, მაინც სხვანაირი ხდება ცხოვრება. დილას რომ ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ეს ქალი ვინ არის-მეთქი, ვიფიქრე. ახლა ცოტა მივეჩვიე. ალბათ, თან შესიებულიც მქონდა. ამას წინათ ერთ შენობაში ვიყავი, სადაც ერთ ადგილას სარკე იყო ჩადგმული და საკუთარ თავს მივესალმე, მერე მივხვდი, რომ სარკე იყო. არის ხალხი, რომელიც ვერ მცნობს. ძალიან ახლო მეგობრები ამბობენ, შეიძლება, თავიდან ვერა, მაგრამ საერთოდ რომ ვერ გიცნოს ხალხმა, შეუძლებელიაო. ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ის ადვილადაც მცნობს, რადგან ბავშვობის დროინდელი სახე დამიბრუნდა. რამდენიმე ფოტოს ''ფეისბუქზე'' ავტვირთავ და ამაში ყველა დარწმუნდება. კაფეში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და თვალებს მიპაჭუნებდნენ ბიჭები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, თავად კი ვერ მიცნეს. ყველას რუსი ვგონივარ და არის ერთი ამბავი.

- ვისი აზრი გაინტერესებდა ყველაზე მეტად?

- ჩემი მეგობრების აზრს, ასევე ოჯახის წევრებისას, დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, შენიშვნები გავითვალისწინო, მაგრამ ნებისმიერ თემაზე საკუთარ მოსაზრებას ვენდობი. შესაძლოა, მცდარიც იყოს, მაგრამ მაინც. თან, ნახევარ საქართველოს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტუჩის და ცხვირის. სხვა არაფერი მაქვს გაკეთებული და ახლა მეგობრებმა მითხრეს, ტუჩის გაკეთება არ გაბედოო, მაგრამ არც ვაპირებ. მეგობრებს ოპერაციის შემდგომი ფოტოები გავუგზავნე. ჩემთვის ახლო ადამიანებიც ფიქრობენ, რომ უცნაურობები მახასიათებს. ჩემს ხასიათს სხვადასხვა ნაბიჯით ვამტკიცებ ხოლმე. არ ვამბობ, რომ ცხვირის გაკეთება არ მჭირდებოდა და იდეალური ვიყავი, მაგრამ საახლობლოში ამ კუთხით არასდროს უფიქრიათ ჩემზე, ძალიან ძნელია სარკეში სხვა ადამიანის დანახვა. ჩემს მეგობარს ჩოლკა უნდა შეეჭრა და სამი თვე ამაზე ვბჭობდით, მე კი წავედი და არავისთვის მითქვამს, ისე გავიკეთე ოპერაცია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება