ტრიპოლის მთავრობა ქვეყანას ვერ აკონტროლებს

ტრიპოლის მთავრობა ქვეყანას ვერ აკონტროლებს

ოფიციალური ტრიპოლი აღიარებს, რომ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება უჭირს. მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობისა და ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში მცირე სამხედრო შეტაკებები არ ცხრება. საქმეს ომის დროს თვითნებურად ჩამოყალიბებული შეიარაღებული დაჯგუფებებისა და სახალხო მილიციის ნაწილები ართულებენ, რომელთა ზუსტი რაოდენობაც არავინ იცის. მსგავსი ფორმირებების განიარაღებისთვის ძლიერი არმია და სამართალდამცველი ორგანოებია საჭირო, რომლებიც ტრიპოლს ამჟამად არ ჰყავს.

მეორე არანაკლებ მნიშნელოვანი საკითხი, რომელიც ამჯერად ყველაზე მეტად ევროპას აღელვებს - არალეგალური მიგრაციაა. ევროპაში მოსახვედრად, ყოველდღიურად ლიბიის საზღვარს 500-მდე არალეგალი მიგრანტი (უმეტესად შავკანიანი აფრილები) კვეთს. კონტრაბანდისტების ხელშეწყობით ისინი ხმელთაშუაზღვის პორტებში ხვდებიან, საიდანაც ასევე არალეგალურად ევროპისკენ მიემგზავრებიან.

მსგავსი დაუპატიჟებელი სტურმებისგან ყველაზე მეტად მალტა ზარალდება. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა დასახმარებლად გაეროს უკვე მიმართა. მხოლოდ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მალტამ და იტალიამ ლიბიიდან 8,400 მიგრანტი მიიღო. ეს ოფიციალური ციფრია და აღრიცხვაზე აყვანილ ხალხს მოიცავს. თუმცა ევროპაში მალულად შეღწეულ მიგრანტთა ზუსტი რაოდენობა არავინ იცის.

თავად ლიბიის ტერიტორიაზე, ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტები ადგილობრივი შეიარაღებული ფორმირებებისგან ზარალდებიან. გამოსასყიდის მიღების მიზნით შეიარაღებული ჯგუფების მიერ შავკანიანი აფრიკელების დაკავების ფაქტები ხშირია.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა