ამერიკელ მაწანწალას საპრეზიდენტო ლუქსში ეძინა

ამერიკელ მაწანწალას საპრეზიდენტო ლუქსში ეძინა

ამერიკელი უსახლკარო მამაკაცი საპრეზიდენტო ლუქსში უკანონო შეღწევის გამო დააკავეს.  შემთხვევა პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროში მოხდა. როგორც ადგილობრივი Pittsburgh Post-Gazette წერს, 48 წლის ჯეფრი უოტსონი სასტუმროს ლუქს-ნომერში ისე შეიპარა, რომ ვერავინ შეამჩნია. 

მძინარე უოტსონი 5 ნოემბერს აღმოაჩინეს, როდესაც სტუმრები საპრეზიდენტო ლუქსში განთავსებას აპირებდნენ. მამაკაცი პოლიციას გადასცეს, სადაც მან განაცხადა, რომ ერთი თვის ჩამოსულია ლოს-ანჯელესიდან. მას კერძო საკუთრების დარღვევის ბრალდება წაუყენეს. როგორც გაირკვა, მამაკაცი ადრეც დაუკავებიათ სხვადასხვა კანონდარღვევებისთვის.

Omni William Penn Hotel, რომელსაც ოდესღაც  აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი სტუმრობდა, განთავსებულია პიტსბურგის ცენტრალურ ნაწილში.  ერთი ღამის გათევა საპრეზიდენტო ლუქსში 2500 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ ნომერში უოტსონის შეღწევამდე, სასტუმროში საზოგადოებრივი ღონისძიება იმართებოდა, რომლის დროსაც სასტუმროს კარი ღია იყო.  

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა