გია სურამელაშვილი ავარიაში მოყვა

გია სურამელაშვილი ავარიაში მოყვა

პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, გია სურამელაშვილი დღეს დილას, ავარიაში მოყვა. მომღერალი მძღოლის მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მუსკომედიის თეატრთან ავარია მოხდა.

საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მომღერალი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ გიას დავუკავშირდით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.

- მოკლედ შეიყარა ქვეყანა, მინდა დაგამშვიდოთ, კარგად ვარ. ერთი ნაკაწრი არ მაქვს. თორემ ჩემს ლამაზ სახეს რამე რომ დამართნოდა, გავგიჟდებოდი ალბათ (იცინის). საელჩოში მივდიოდით, გზად თაკო მელიქიშვილს უნდა შევხვედროდი, ერთად გვაქვს გასტროლი ისრაელში და ფოტოები უნდა გადაგვეღო საბუთებისთვის.

- ვისი ბრალი იყო შეჯახება?

- არ ვიცი, ალბათ ჩვენი. მოცვივდა პატრული, გაარკვევენ ყველაფერს. მე სხვა მანქანაში გადამსვა დაცვამ და წამომიყვანა, სანამ ტელევიზიები მოვიდოდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება