ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო სკანდალში გაეხვა. ის ჰელოუინის აღსანიშნავად პრესტიჟულ წვეულებაზე ნიღბით მივიდა. როდესაც კლუბში შესვლა დააპირა, მისაღებში კლუბის თანამშრომელმა გოგონამ ვიზიტორს სახელი და გვარი ჰკითხა, რათა გადაემოწმებინა, ნამდვილად იყო თუ არა მიწვეული სტუმრების სიაში. დიკაპრიო ამ შეკითხვამ ძალიან გააბრაზა და გოგონას უყვირა.
"მსახიობმა გოგონას უთხრა, რომ ლეონარდოა, თუმცა მან უპასუხა, რომ ვიდრე გვარს არ ეტყოდა, კლუბში არ შეუშვებდა. მოულოდნელად, შესასვლელთან ხმაური ატყდა - ვარსკვლავმა ნიღაბი მოიხსნა და კლუბის თანამშრომელს უყვირა, არ იცი ვინ ვარ? მაშაყირებ? ლეონარდო დიკაპრიო ვარო", - ციტირებს მსახიობის სიტყვებს ჟურნალი Star.
ვარსკვლავი ძალიან გაბრაზდა და გოგონას სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. როგორც ჩანს, ინციდენტში მისი აგენტებიც ჩაერთვნენ, რომლებმაც კლუბის თანამშრომელი გათავისუფლებისგან იხსნეს.
მომზადებულია Star-ის მიხედვით.