საიტი top5.com კულინარიის თემაზე გადაღებული ფილმების სიას აქვეყნებს.
Eat, Pray, Love (2010) - რაიან მერფის გადაღებული მხატვრული ფილმი. ფილმში მთავარ როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. ფილმის მთავარი გმირი - ელიზაბეტი ერთ დღეს გაიღვიძებს და მიხვდება, რომ როგორც წარმოედგინა, ისე არ ცხოვრობს - მას სრულიად სხვა ცხოვრება აქვს. მტკივნეული განქორწინების შემდეგ, ის მიდის სამოგზაუროდ, რომელიც მას ეხმარება ახალი ჰორიზონტები გახსნას და საკუთარი თავი შეიცნოს. ამგვარად ელიზაბეტი იტალიაში გაიგებს, რა არის ტკბობა, ინდოეთში ის რელიგიას ეზიარება, ხოლო ინდონეზიაში იპოვის ჰარმონიას. გარდა ამისა, ელიზაბეტი იპოვის სიყვარულს...
Ratatouille (2007) - ბრედ ბირდის ამერიკული ანიმაციური ფილმი, რომელიც 2008 წელს ოსკარის პრემიის ლაურეატი გახდა. Pixar -ის ანიმატორები შეფ-მზარეულ ტომას კელერთან ერთად რესტორანში მუშაობდნენ, რათა ესწავლათ კერძის დამზადების ხელოვნება.
Like Water for Chocolate (1992) - პოპულარული მექსიკელი მწერლის, ლაურა ესქუაიველის ( Laura Esquivel) ნოველის მიხედვით გადაღებული კინოფილმი. ფილმში ტიტას და პედროს ერთმანეთი შეუყვარდებათ, პედრო გადაწყვეტს ტიტას დედას ქალიშვილის ხელი სთხოვოს, თუმცა, ვაჟი უარს იღებს. დედა ქალიშვილის გათხოვებაზე უარს ტრადიციის გამო ამბობს, რომლის მიხედვით უმცროსი ქალიშვილი ოჯახში რჩება მშობლების მოსავლელად, დედის გარდაცვალებამდე. სანაცვლოდ, ტიტას დედა პედროს სთავაზობს ცოლად შეირთოს თავისი უფროსი ქალიშვილი როსაურა. პედრო, იმის გამო, რომ ტიტასთან ახლოს ყოფნა სურს, ამ წინადადებას თანხმდება. ქორწილისთვის განკუთვნილი კერძების მომზადების დროს ტიტა ტირის, რა დროსაც ტორტს მისი რამდენიმე ცრემლი დაეცემა. შედეგად, სტუმრები მოიწამლებიან, ხოლო დედას ჰგონია, რომ ტიტამ ტორტისთვის სპეციალურად გამოიყენა მომწამვლელი ნივთიერება, რათა თავისი დის ქორწილი ჩაეშალა... რომანტიულ ფილმს რამდენიმე პრემია აქვს მიღებული. სურათი ნომინირებული იყო ”ოქროს გლობუსზე”.
Fried Green Tomatoes (1991) - ჯონ ავნეტის ფილმი. სურათი გადაღებულია ფენი ფლეგის რომანის მიხედვით. ფილმი მოგვითხრობს დიასახლისზე, რომელიც თავისი ცხოვრებით უბედურია, მას ხიბლავს ზღაპრები, რომლებსაც ადამიანებს უყვება. ფილმს მიღებული აქვს GLAAD Media Awards-ის ჯილდო.
Babette's Feast (1987) - დანიელი რეჟისორის გაბრიელ აქსელის ფილმი, რომელიც გადაღებულია კარენ ბლიკსენის 1987 წლის იმავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია www.top5.com -ის მიხედვით.