მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა

მის სამყარო-2013 ვენესუელელი მოცეკვავე გახდა

ვენესუელელი ლამაზმანი, გაბრიელა ისლერი "მის სამყარო 2013"-ის ტიტულის მფლობელი გახდა. ჯილდოდ მას 120 000 დოლარად შეფასებული გვირგვინი და 250 000 დოლარის ღირებულების ფასიანი საჩუქრები ერგო.

25 წლის ისლერი 180 სმ სიმაღლისაა, ტელევიაზიაში მუშაობს და შესანიშნავად ცეკვავს ფლამენკოს. ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობად დედობა მიაჩნია, ხოლო ყველაზე მეტად შინ გატარებულ დროს აფასებს. ამბობს, რომ მისი წარმატება დედის მხარდაჭერამ განაპირობა და ცხოვრობს დევიზით: "არ არსებობს მარცხი, რომელსაც ქალი ვერ გაუმკლავდება".

მეორე ადგილი 23 წლის ესპანელმა პატრიცია როდრიგესმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი 22 წლის ეკვადორელი კონსტანცა ბაესი გავიდა.

"მის სამყაროს" ფინალური ღონისძიება მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ "კროკუს სიტი ჰოლში" გაიმართა. შოუზე დასასწრებად რუსეთის დედაქალაქში საგანგებო რეისით ამერიკელი მილიარდერი, დონალდ ტრამპი ჩავიდა, რომელიც ამ კონკურსის მფლობელია. სწორედ მან ჩამოართვა გვირგვინი ყოფილ "მის სამყაროს", ოლივია კაპლოს და ახალ მფლობელს გადასცა.

ჟიურის ცნობილი ამერიკელი როკ-ვარსკვლავი სტივენ ტაილერი ხელმძღვანელობდა.

კონკურსი "მის სამყარო" 60-წლიანი ისტორიის განმავლობაში რუსეთში პირველად გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია missuniverse.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება