მამულიჩა: "არ გამოვრიცხავ, ლელასა და მწვრთნელებს შორის დაპირისპირება დაიწყოს"

მამულიჩა: "არ გამოვრიცხავ, ლელასა და მწვრთნელებს შორის დაპირისპირება დაიწყოს"

"ახალი ხმის" ერთ-ერთ მწვრთნელი - ლელა წურწუმია, სხვებთან შედარებით, მართალია, გვიან ჩაერთო პროექტში, მაგრამ ცდილობს, სხვებს ტოლი არ დაუდოს. საინტერესოა, როგორ აფასებს პროექტში ლელას მუშაობას მისი პროდიუსერი და მეუღლე კახა მამულიშვილი, ივივე მამულიჩა:

- "ახალი ხმა" ძალიან მომწონს. ჩვენ მასში გვიან ჩავერთეთ, როდესაც მეოთხე წევრის (მწვრთნელი) დამატება გახდა საჭირო. ამიტომ ახლა უფრო მოთელვის პროცესი გვაქვს. ზოგადად, საინტერესო პროექტია. ახალბედა მომღერალი მისი საშუალებით შეგიძლია, კარგად წარმოაჩინო, ისე, შეფუთო, რომ შესაძლებლობები აბსოლუტურად და მაქსიმალურად გამოავლენინო. მისგან კარგი მომღერალი შექმნა. მართლა კარგი პროექტია, მაგრამ დიდ დროს მოითხოვს...

- ლელა, ამ შოუს გამო შენთვის ვეღარ იცლის?

- არა, რატომ? რეპეტიციებზე დავდივარ, ლელას დავყვები... ბავშვებთან მეც მაქვს კონტაქტი. თუ საჭიროა, ვეხმარები კიდეც მათ.

- ეკრანზე არ ჩანხარ, სამუშაო პროცესში ჩართული ყოფილხარ.

- კი, იქ ჩემი გამოჩენა არ არის საჭირო... მაგ პროექტში ყველა ქვეყანაში მწვრთნელებად მომღერლები სხედან, მაგრამ საბოლოო ჯამში მგონი, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მაინც პროდუსერები სჭირდებათ... ეს საქართველოს მაგალითზე მეტად ჩანს, რაც ჩვენი პრობლემაა...

- შენთვის არ შემოუთავაზებიათ, "ახალ ხმაში" ლელასთან ერთად, ყოფილიყავი? ისე, როგორც შარშან, სტეფანე და მაია იყვნენ?

- არა, ასეთი რამ არავის შემოუთავაზებია.

- მგონი, საინტერესო იქნებოდა...

- გეთანხმები, უინტერესო არ იქნებოდა, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემთვის არავის უთქვამს.

- როგორც პროდუსერი ლელას მუშაობას ამ პროექტში როგორ აფასებ?

- მწვრთნელებიდან ყველას თავის ნიშა აქვს. ლელა საოცარ ყურადღებას აქცევს თავის ბავშვებს, რადგანაც უნდა, რომ მისი "პროდუქტი" ხარისხიანი და კარგი იყოს. მე თუ რამეს მეკითხებიან, ვპასუხობ, მაგრამ ხომ იცით, ლელა მაინც საბოლოოდ თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. სახლში ვსაუბრობთ, ვარჩევთ ამა თუ იმ საკითხს. შოუმ ნელ-ნელა ხომ უნდა აკრიფოს?

ისე, პროექტს ჯერჯერობით რაღაც პარტ-პატარა ხარვეზები აქვს, მაგრამ არა უშავს, გამოსწორდება...

- ლელა ბავშვებთან მუშაობისას მკაცრია?

- თავიდანვე ყველა გააფრთხილა, - არანაირი კომპრომისი არ არსებობს. საკუთარ თავს არ ვპატიობ არაფერს და დანდობა არ იქნებაო...

- ის დაპირისპირება, რაც დათო ფორჩხიძესა და მაია დარსმელიძეს შორის მოხდა, ლელასა და რომელიმე მწვრთნელს შორის ხომ არ არის მოსალოდნელი?

- არა მგონია, თუმცა არასოდეს თქვა, არასოდესო... შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს... ინტრიგები საჭიროა, საინტერესო ხდება ხოლმე შოუ...

- ისე, ხშირად ხარ ჭორების ობიექტი, ეს არ გაღელვებს?

- ჭორებზე ვხალისობ. ჩემზე ჭორებს ალბათ იმიტომ ავრცელებენ, რომ ხალხს ვუყვარვარ... ხმების გავრცელება დიდმა სიყვარულმა იცის. თან, ეტყობა, სხვა საქმეც არ აქვთ. რა ვქნა, იჭორაონ, კარგია, სიამოვნებასაც თუ ანიჭებთ ეს ამბავი, ილაპოარაკონ, ისიამოვნონ... მთავარია, რაიმე უზრდელობა არ თქვან და ბიჭებთან რომანი არ დამაბრალონ, გოგოებზე ხმების გავრცელება შეიძლება, რამდენიც უნდა, იმდენი თქვან...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება