იემენში ბავშვების გათხოვება აიკრძალა

იემენში ბავშვების გათხოვება აიკრძალა

იემენის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც შარიათის მკაცრი კანონები მოქმედებს, გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება ჩვეული ამბავია, თუმცა, საუკუნეების განმავლობაში პირველად, მთავრობაში დაფიქრდნენ, რომ ეს კანონი ნორმალური არაა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, UNICEF-ის ძალისხმევით, იემენის მთავრობა განიხილავს პროექტს, რომელიც ადრეული ქორწინების ტრადიციას აკრძალავს. ტრადიციის წინააღმდეგ ბრძოლა უკვე დაწყებულია. რამდენიმე დღის წინ იემენის ქალაქ ტაიზში პოლიციის ოფიცერმა 9 წლის გოგონას ქორწილი ჩაშალა. 9 წლის პატარძლის, სახელად ჰიბას მამა იძულებული გახდა, გოგონას გათხოვებაზე უარი ეთქვა.

იემენში ქალების 25% 15 წლამდე ასაკში თხოვდება, რაც მათ განათლებისა და საზოგადოებაში დამკვიდრების თითქმის ყველანაირ შანსს უსპობს, ისინი ხშირად ხდებიან საკუთარი, ბევრად უფროსი მეუღლეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის მსხვერპლნი. შეგახსენებთ, მსოფლიო შეძრა სექტემბერში მომხდარმა ინციდენტმა - 8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენით გარდაიცვალა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა