ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი

ვარსკვლავები, რომლებიც კულტებსა და სექტებში იყვნენ გაწევრიანებულნი

სექტანტობა ბუნდოვანი და საკმაოდ სახიფათო საქმეა. კულტში მოხვედრისგან თავის დაცვა კი არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, ვარსკვლავებსაც უჭირთ. არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც ან სექტაში გაიზარდნენ, ან მასში მსოფლიო ცნობადობის მოპოვებამდე მოხვდნენ, არიან ისეთებიც, ვინც სექტა კარიერის აღმავლობის დროს მიატოვა. ზოგიერთმა მათგანმა ეს ცხოვრებისეული გამოცდილება საზოგადოებას გაუზიარა.

მსახიობი მიშელ პფაიფერი 1970-იანი წლების ბოლოს არასასურველ საზოგადოებაში მოხვდა. მსახიობის თქმით, იგი ერთ წყვილს მიეჯაჭვა, რომლებიც მის ცხოვრებას აკონტროლებდნენ. "მათთან არ ვცხოვრობდი, მაგრამ სტუმრად ხშირად მივდიოდი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ უფრო მეტი სიხშირით მევლო ...  ადამიანებს დიეტებს უნიშნავდნენ",- ყვება მიშელი.

მაგრამ მსახიობი მათთან სიახლოვით კულტის შესახებ ფილმზე მუშაობისთვის ემზადებოდა და მოგვიანებით მიხვდა, რომ რაღაც მსგავსში თავად ჩაება. "ჩვენ კულტის ყოფილ წევრთან ვსაუბრობდით და მან ფსიქოლოგიური მანიპულაცია აღწერა",- აცხადებს პფაიფერი.

როუზ მაკჰოუენმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მისმა ბავშვობამ კულტ "ღვთის შვილებში" გაიარა (კულტი 1978 წელს დაიშალა). "გარესამყაროსთან კონტაქტი არ გვქონდა. აბსოლუტურად მიუღებელი საქციელი ნორმალური გახდა. მახსოვს, ვუყურებდი, კაცები ქალებთან დროს როგორ ატარებდნენ და ადრეულ ასაკშივე გადავწვიტე, რომ არ მინდოდა ამ ქალებს დავმგვანებოდი. ისინი მამაკაცების სიამოვნებას ემსახურებოდნენ. მათთვის ერთ ქალზე მეტის ყოლა ჩვეული ამბავი იყო",- ამბობს მსახიობი.

ჰოაკინ ფენიქსი და მისი ძმა რივერი ასევე "ღვთის შვილებში" იზრდებოდნენ. ოჯახთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდნენ, ამ პერიოდში ჰოაკინს სახელი შეუცვალეს და ლიფი (ფოთოლი) დაარქვეს. ერთ მშვენიერ დღეს ფენიქსის ოჯახმა ამ რელიგიურ მოძრაობაზე გული აიყარა და იგი დატოვა, რომ მისიონერი ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ხოლო სახელი ლიფი მომავალმა მსახიობმა 15 წლის ასაკში მოიშორა.

მსახიობ ვაინონა რაიდერის მშობლები  "ბიტნიკების" თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებთანაც  ალენ გინზბერგი, ფილიპ დიკი და ტომოტი ლირი მეგობრობდნენ. გარკვეული დროის განმავლობაში მომავალი ვარსკვლავი კომუნაში, სახელად "ცისარტყელაში" ცხოვრობდა.

გლენ კლოუზმა ბავშვობის დიდი ნაწილი უკიდურესად კინსერვატულ ჯგუფში - სახელად "მორალური გადაიარაღება" გაატარა. ეს იყო კულტი, სადაც ყველას ერთნაირად აზროვნებას აძალებდნენ. "ეს დამანგრეველია",- აღიარა მსახიობმა.

ამერიკელი მსახიობების პატრისია და დევიდ არკეტების შემთხვევაშიც საუბარი უფრო კომუნას ეხება, ვიდრე კულტს. "ჩვენი მშობლებმა ეს მეგობრებთან ერთად დაიწყეს, მათ რაღაც უტოპიური საზოგადოების შექმნა სურდათ. დევიდი იქ დაიბადა",- მოყვა პატრისია.

პოლ ჰაგისმა არა მხოლოდ საიენტოლოგიის ეკლესია მიატოვა, არამედ მას საჯაროდ კულტი უწოდა. "კულტში 34 წელი ვიყავი. ყველა ხედავდა ამას. მაგრამ არ ვიცი, ეს მე რატომ ვერ შევძელი",- განაცხადა რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომზადებულია Zimbio-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება