10 000 ადამიანის მკვლელი ტაიფუნი და 10 ყველაზე დრამატული ფოტო

10 000 ადამიანის მკვლელი ტაიფუნი და 10 ყველაზე დრამატული ფოტო

ფილიპინების ხელისუფლების განცხადებით, ტაიფუნ "ჰაიანის" შედეგად ქვეყნის 41 პროვინციაში 10 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 10 ათასია. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან მაშველები კვლავ ვერ აღწევენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ტერიტორიაზე.

ფილიპინებში დაზარალებულთა დასახმარებლად ხომალდები გააგზავნეს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა. გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის განცხადებით, ორგანიზაცია 25 მილიონ დოლარს გადარიცხავს დაზარალებულთა დასახმარებლად.

"დაღუპულია ათასობით ადამიანი, დაახლოებით 10 მილიონი კი დაზარალებულია. მოდით, გამოვიჩინოთ სოლიდარობა ფილიპინელი ხალხის მიმართ მათთვის ამ რთულ პერიოდში", - აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მეტეოროლოგთა განცხადებით, ამ დროისთვის ქარიშხალი ჩაწყნარდა. თუმცა, მათი პროგნოზებით, შესაძლოა ქარიშხალი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე განმეორდეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა