ეკა ნიჟარაძე - "კლა­სი­კა ყო­ველ­თ­ვის მო­დუ­რია"

ეკა ნიჟარაძე - "კლა­სი­კა ყო­ველ­თ­ვის მო­დუ­რია"

საყვარელი სტილის, აქსესუარებისა და სამოსის შესახებ მსახიობი ეკა ნიჟარაძე ჟურნალ "ბომონდს" ესაუბრა.

- რო­მე­ლი სტი­ლი მოგ­წონთ?

- მიყ­ვარს მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სა­მო­სი, რო­მელ­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ. მგო­ნია, რომ უფ­რო მიხ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე არა­კომ­ფორ­ტუ­ლი სა­მო­სი, რომ­ლის ტა­რე­ბის დროს ვი­ტან­ჯე­ბი, სა­ღა­მოს ვიწ­რო კა­ბა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლია. ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სტი­ლი ჯინ­სი და მა­ი­სუ­რია. ზამ­თ­რო­ბით სპორ­ტულ შარ­ვალს ვა­ტა­რებ.

- დრეს­კოდს ყო­ველ­თ­ვის იცავთ?

- მო­საწ­ვევ­ზე რო­ცა დრეს­კო­დია მი­თი­თე­ბუ­ლი, სა­გო­ნე­ბელ­ში ვვარ­დე­ბი. ვიწყებ ფიქრს, რა ჩა­ვიც­ვა. ასეც რომ არ იყოს, რო­გორც გითხა­რით, სა­ღა­მოს კა­ბა­ში არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს. დრეს­კოდს ვი­ცავ და მე­რე ვნა­ნობ ხოლმე. ასეთ სა­ღა­მო­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბას ვე­ღარ ვი­ღებ.

- საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი?

- არ ვი­ცი­ლებ ჯვარს. აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მიყ­ვარს, მაგ­რამ ერ­თ­სა და იმა­ვეს ვეჩ­ვე­ვი და ხში­რად არ ვიც­ვ­ლი. რო­გორც აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, ისე სა­მო­სის ამო­ჩე­მე­ბა მა­ხა­სი­ა­თებს. ვერ ვიტყ­ვი, რომ ცო­ტა სა­მო­სი მაქვს, მაგ­რამ ერ­თი რა­ღაც თუ მო­მე­წო­ნა, არ ვიხ­დი. სრუ­ლი­ად არ მა­ღელ­ვებს თუ რო­მე­ლი­მე სა­ღა­მო­ზე ის კოს­ტი­უ­მი უკ­ვე მეც­ვა. ასეთ წვრილ­მა­ნებს ყუ­რადღე­ბას არ ვაქ­ცევ.

- საყ­ვა­რე­ლი ფე­რი?

- მწვა­ნე მიყ­ვარს და მიხ­დე­ბა კი­დეც. შავ სა­მოსს იშ­ვი­ა­თად ვა­ტა­რებ. ფე­რა­დოვ­ნე­ბა მომ­წონს.

- სად იძენთ სა­მოსს?

- მო­გატყუ­ებთ, რომ გითხ­რათ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ტან­საც­მ­ლის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი-მეთ­ქი. ახ­ლა რო­მე­ლი კოს­ტი­უ­მიც მაც­ვია, ნი­ცა­ში, ვინ­ტა­ჟის მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყი­დე. თან კარ­გი ნივ­თე­ბიც შე­ვი­ძი­ნე. რა­ტომ­ღაც ვინ­ტა­ჟი ძველ­მო­დუ­რა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, რა­საც ვერ და­ვე­თან­ხ­მე­ბი. კლა­სი­კა ყო­ველ­თ­ვის მო­დუ­რია. რო­გორც კი ეს კოს­ტი­უ­მი შე­ვამ­ჩ­ნიე, მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ჩე­მო იყო. კი­დევ ერ­თი კა­ბა მო­მე­წო­ნა, მაგ­რამ ეს სა­მო­სი და სხვა რა­ღა­ცე­ბიც მე­გო­ბარ­მა მი­ყი­და და იმ კა­ბა­ზე ხმა ვერ ამო­ვი­ღე.

- რო­მე­ლი სტი­ლია ყო­ველ­თ­ვის მო­დუ­რი?

- ასე­თი სტი­ლი კლა­სი­კაა, რო­მე­ლიც ქა­ლის სი­ლუ­ეტს ხაზს უს­ვამს.

- რო­გორ მა­კი­აჟს ირ­ჩევთ?

- ყო­ველ­დღი­უ­რად მა­კი­აჟს არ ვა­ტა­რებ. მიყ­ვარს ტუ­ჩის უფე­რო საცხი, "ბლეს­კი". თუ სა­ღა­მო­ზე მივ­დი­ვარ, შე­იძ­ლე­ბა ტუ­შიც და­ვი­მა­ტო.

- რო­მე­ლი ბრენ­დის კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნებთ?

- არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლი­მე ბრენ­დის იყოს. ძი­რი­თა­დად Sephora-ს კოს­მე­ტი­კას ვი­ყე­ნებ. ყიდ­ვა მიყ­ვარს, თუმ­ცა მე­რე ძი­რი­თა­დად თე­ატ­რ­ში ვხმა­რობ. კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებს მე­გობ­რე­ბი მჩუქ­ნი­ან, თან ისე იშ­ვი­ა­თად ვი­ყე­ნებ, ხში­რი შე­ძე­ნა არ მჭირ­დე­ბა.

- სუ­ნა­მოს რო­გორ ირ­ჩევთ?

- ერ­თი პე­რი­ო­დი მხო­ლოდ ერთ სუ­ნა­მოს ვყი­დუ­ლობ­დი. ეს გახ­ლ­დათ Merveilles Hermes. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სუ­ნა­მოს ვიპ­კუ­რებ­დი. შემ­დეგ Hanae Mori-ს სურ­ნე­ლი მო­მე­წო­ნა - და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ თბი­ლის­ში ერთ-ერთ პარ­ფი­უ­მე­რი­ულ ქსელ­ში შე­ვი­ძი­ნე. შემ­დეგ ეს სუ­ნა­მო დახ­ლე­ბი­დან გაქ­რა. ვერც ევ­რო­პა­ში მი­ვა­გე­ნი. სულ ახ­ლა­ხან ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ამე­რი­კი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა, მერე რომ იტყ­ვი­ან, ეს სუ­ნა­მო მო­ვი­მა­რა­გე. ამე­რი­კა­ში კი­დევ ერ­თი სუ­ნა­მო შე­ვი­ძი­ნე. იშ­ვია­თად ვა­ნე­ბივ­რებ სა­კუ­თარ თავს... ამ სუ­ნა­მოს უც­ნა­უ­რი არო­მა­ტიც აქვს, რო­მელ­საც ხში­რად ვერ და­იპ­კუ­რებ. იშ­ვი­ა­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვ­ნი­ლი და ეს გახ­ლავთ - Cobacco Vanille Tom Ford.

ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება