ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან

ვინ არის კაცი, რომლის წინაც ქალები სიამოვნებით შიშვლდებიან

ივანე გოლიაძე თვითნასწავლი ფოტოგრაფია, მაგრამ იმდენად განსხვავებული ხედვა აქვს, რომ რთულია, მის ნამუშევრებს გულგრილად შეხედო. სოციალურ ქსელში მისი ფოტოები დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომღაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ შიშველ ქალბატონებს იღებს, რეალურად მის ფოტოარქივში ყველაზე დაბალი პროცენტი ნუდს (შიშველი) უკავია. არადა, სწორედ ამის გამო, ბევრი სკანდალურ ფოტოგრაფად აღიქვამს, რადგან მისი ობიექტივის წინ გოგონები საკუთარი სურვილით შიშვლდებიან.

- პროფესიით ტურიზმის მენჯერი ვარ, მაგრამ ამ კუთხით არასოდეს მიმუშავია. მომდევნო წლიდან სერიოზულად ვაპირებ ამ სფეროში ძალების მოსინჯვას. პირველი ფოტო 12 წლისამ გადავიღე. ფოტოაპარატი ერთ-ერთ გა­თა­მ­აშებაში მოვიგე. თავიდან თბილისის ქუჩებში დავდიოდი და მხოლოდ ძველ მანქანებს ვიღებდი, პეიზაჟებზე შემდეგ გადავედი. მინდოდა, ქალაქში არსებული ყველა ძველი მანქანა ფოტოებზე შემომენახა, რადგან ვგრძნობდი, რომ ქუჩებიდან მალე გაქრებოდნენ. ოჯახში მეჩხუბებოდნენ, ფოტოგრაფია ჩემი უაზრო გატაცება ეგონათ, მაგრამ 2006 წელს მამას ჰოლანდიელმა მეგობარმა პირველი სერიოზული ფოტოაპარატი მაჩუქა და ეს საქმიანობა უფრო საინტერესო გახდა. არასოდეს მიყვარდა დღესასწაულების გადაღება და დღემდე ასე ვარ. ერთხელ ბიძის ქორწილი გადავიღე და სურათები იმდენად არ მოეწონათ, რომ ლამის მეორედ გადაიხადეს ქორწილი. შემდეგ ერთ-ერთ ფოტოატელიეში დავიწყე მუშაობა და ერთი წლის შემდეგ შემთხვევით მერიაში ამოვყავი თავი.

- იქაც ფოტოგრაფად მუშაობდით?

- დიახ, პრესსამსახურთან ვთანამშრომლობდი და მერსაც დავყვებოდი გადაღებებზე. შემდეგ საკრებულოში გადავედი და იქ ოთხი წელი ვიმუშავე. ბოლოს მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და ბოლო ერთი წელია, ოფიციალური სამსახური აღარ მაქვს. დაახლოებით რვა თვე დამჭირდა, რომ ფოტოაპარატი ამეღო და გულიანად დამეწყო გადაღება.

- როგორ პოზირებდნენ პოლიტი­კოსები?

- საშინლად... პრეზიდენტთან მუშაობამაც მომიწია. 2008 წლის არჩევნებზე თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქის მერი დაჰყვებოდა და მაშინ ვიღებდი. სააკაშვილი იყო ყველაზე ნორმალური პოლიტიკოსი, რომელიც კარგად პოზირებდა. გიგი უგულავა ნაკლებად. გიგი ბოლო დროს, ტელევიზიით რომ მინახავს, ამ მხრივ შედარებით გამოსწორებულია.

- პირველი ქალბატონი გაიხსენეთ, რომელმაც სერიოზულად იპოზიორა თქვენი ფოტოობიექტივის წინ.

- 2007 წელს ჩემი შეყვარებული გადავიღე და მას შემდეგ ოთხი წელი სხვა გოგონასთან სერიოზული ფოტოსესია არ მქონია. მას არ ვუღებდი თამამ კადრებს, მაგრამ ქართულ რეალობასთან შედარებით, მაინც ასე გამოიყურებოდა და ამის გამო ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ადამიანთან კამათიც მომივიდა. საბოლოოდ დავშორდით, მაგრამ ფოტოები დარჩა.

- ბევრი გულახდილი ფოტოსესია გადაიღეთ, როგორ დაითანხმეთ გოგონები?

- ადამიანს, რომელსაც რამეზე დათანხმება სჭირდება, ვერ გადაიღებ. ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, შიშველი გოგონას გადაღება სულაც არ მინდა და შეიძლება, მოხუცები გადავიღო. ჩემს ფოტოებში სიშიშვლე ესთეტიკურად და ლამაზად არის გადაღებული და მთავარი ეს გახლავთ. ჩემთვის იდეალური სამყარო თავისუფალია, მაგრამ ეთიკურ ნორმებში ჩამჯდარი.

- როდის იშლება ზღვარი ფოტოგრაფსა და მოდელს შორის გადაღებისას...

- გააჩნია ვინ პოზირებს ჩემ წინ და რამდენად ახლოს ვიცნობ. ყოფილა შემთხვევა, "ფეისბუქით" გაცნობილი გოგონა პირველივე დღეს შიშვლად გადამიღია. შეიძლება, დიდხანს იცნობდე, მაგრამ ნელ-ნელა დაძლიოს სირცხვილი. ჩემი არ რცხვენიათ, ძირითადად საზოგადოების ერიდებათ. მაქვს ფოტოები, რომლებსაც არასდროს გამოვაქვეყნებ, რადგან თავად მთხოვეს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება