ლედი გაგა Versace-ს სახე გახდება

ლედი გაგა Versace-ს სახე გახდება

ლედი გაგა  ბრენდ Versace-ს სახე გახდება. მომღერალი სამოდელო სახლის კამპანიაში გაზაფხულზე ჩაერთვება. ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც ფოტოგრაფი მერტ ალასი და მარკუს პიგოტი ლედი გაგას ლონდონში იღებდნენ.

Versace-ში ჯერჯერობით აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ლედი გაგამ დონატელა ვერსაჩეს სიმღერა მიუძღვნა. თავის მხრივ, ვერსაჩემ მომღერლის დახასიათებისას განაცხადა, რომ ლედი გაგა  ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მომღერალია.

"მინდა მადლობა გადავუხადო ლედი გაგას მისი გულისხმიერებისთვის, შემოქმედებისთვის და არაჩვეულებრივი ნიჭისთვის. ჩემთვის დიდი პატივია მასთან მეგობრობა და რა თქმა უნდა, სიმღერაც ძალიან მომწონს", - აღნიშნა მაშინ დიზაინერმა.

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება