მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თოფი

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თოფი

1977 წელს შვედეთში მეიარაღე ოსტატის ვიგო ოლსონის მიერ დაარსებული კომპანია VO Vapen მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სანადირო თოფების წარმოებითაა ცნობილი. მისი პროდუქციის ღირებულება რამდენიმე ასეული ათასი დოლარიდან იწყება.

ძვირადღირებულ და მაღალი ოსტატობით შესრულებულ თოფებს მხოლოდ ხელით აწყობენ. პროდუქციის თავისებურებიდან გამომდინარე, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარი მზადდება.

კომპანიის ყველაზე მსხვილი კლიენტები შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და აბუ-დაბის შეიჰი არიან.

VO Vapen-ის უკანასკნელი ქმნილება - სანადირო თოფი VO Falcon Edition-ია. ყიდვის მსურველს ეგზემპლიარში სულ რაღაც 820,000 ამერიკული დოლარის გადახდა მოუწევს. კომპანია ამ თოფის დამზადებას მხოლოდ 5 ერთეულის ოდენობით აპირებს.

თოფის რვაკუთხედი ლულა მთლინად უმაღლესი ხარისხის დამასკური ფოლადისგან, კონდახი კი - კაკლის ხის ფესვისგან მზადდება. ამ მასალას სამი წლის განმავლობაში სპეციალურ პირობებში ინახავენ. თოფზე მორგებამდე კონდახის დამუშავებას, ლაქით დაფარვას, ინქრუსტირებას, სხვადასხვა ორნამენტებით მორთვას და გაპრიალებას ოსტატი 5 კვირას ანდომებს.

დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა ორნამენტებით და გრავირებით თოფის, როგორც ხის ასევე მეტალის ელემენტების მორთვა, კლიენტის სურვილისამებრ ხდება.

VO Falcon Edition-ის შემთხვევაში, იარაღის დიზაინს ფირმის მფლობელი თავადვე არჩევს და 5 თოფიანი პარტიის ყველა ეგზემპლარს განსხვავებული გაფორმება ექნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე