მოდელები, რომლებმაც შვილის გაჩენის შემდეგ კარიერა არ მიატოვეს

მოდელები, რომლებმაც შვილის გაჩენის შემდეგ კარიერა არ მიატოვეს

წარმოგიდგენთ მოდელებს, რომლებმაც ბავშვის გაჩენის შემდეგ კარიერას თავი არ დაანებეს.

ნატალია ვოდიანოვა - რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელი ნატალია ვოდიანოვა მეოთხე შვილს ელოდება. ბავშვის მამა ფრანგი ანტუან არნოა. ეს მათი პირველი შვილია. მანამდე ბრიტანელ არისტოკრატ ჯასტინ პორტმანთან ქორწინებაში ვოდიანოვამ სამი შვილი გააჩინა: ლუკასი, ნევა და ვიქტორი. მეოთხე ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

ჰაიდი კლუმი - სუპერმოდელებს შორის ყველაზე მეტი შვილი მას ჰყავს. მოდელი 4 ბავშვს ზრდის, ამათგან 3 თვითონ გააჩინა, ერთი კი იშვილა.

ჟიზელ ბუნდჰენი -პლანეტის ყველაზე მდიდარი მოდელი 2009 წლის 8 დეკემბერს დედა გახდა. მისი ვაჟის, ბენჯამენის მამა ცნობილი ფეხბურთელი ტომ ბრედია. ამჟამად წყვილი მეორე ბავშვს ელოდება, მაგრამ ჟიზელი ფეხმძიმობის დროსაც არ წყვეტს მუშაობას.

ალესანდრა ამბროსიო - წელს ალესანდრა Victoria’s Secret Show-ს ვარსკვლავი იყო. მან 2.5 მლნ დოლარად შეფასებული ბუსტჰალტერი წარმოადგინა. ალესანდრამ მეორე ბავშვი, ნოა ფენიქს ამბროზიო-მაზური 2012 წლის  7 მაისს გააჩინა. ამბროსიოს პირველი შვილი, ქალიშვილი, ანა ლუიზა ამბროსიო-მაზური ჰყავს და ის 2008 წლის აგვისტოში გაჩნდა.

კეიტ მოსი - ქალიშვილი ლილუ გრეისი კეიტმა 2002 წლის 29 სექტემბერს გააჩინა. გავიდა 10 წელზე მეტი და მოსი არსად წასვლას არ აპირებს. სამოდელო კამპანიაში მონაწილეობის პარალელურად, მოდელი  წიგნებსაც წერს.

ადრიანა ლიმა -  ლიმა, რომელიც ყველაზე მდიდარი მოდელების ოცეულში შედის, ორი თვის წინ მეორე ქალიშვილის, სიენა ლიმა-იარიჩის დედა გახდა. პირველი ქალიშვილი ვალენტინა ლიმა-იარიჩი მოდელმა 2009 წლის ნოემბერში გააჩინა.

მირანდა კერი - მოდელი, 2010 წელს ცნობილი მსახიობის ორლანდო ბლუმის მეუღლე გახდა. 2011 წლის 6 იანვარს კი წყვილს პირველი შვილი - ფლინი შეეძინა. ვაჟის გაჩენის შემდეგ მირანდა წარმატებულ კარიერას აგრძელებს. 

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება