თინა ტერნერმა აშშ-ის მოქალაქეობა შვეიცარიისაზე გაცვალა

თინა ტერნერმა აშშ-ის მოქალაქეობა შვეიცარიისაზე გაცვალა

ცნობილმა მომღერალმა, თინა ტერნერმა, რომელიც 18 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს, ოფიციალურად თქვა უარი აშშ-ის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ The Washington Post წერს. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სოულის ლეგენდამ ნებაყოფლობით თქვა უარი აშშ-ის მოქალაქეობაზე".

გამოცემის ცნობით, ტერნერი საელჩოში 24 ოქტომბერს იმყოფებოდა და საჭირო დოკუმენტებს ხელი მაშინ მოაწერა. ტერნერმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან მას ნათესავების გარდა პრაქტიკულად აღარაფერი აკავშირებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამომავლოდ შტატებში ცხოვრებას არ გეგმავს.

2013 წლის აპრილში 74 წლის მომღერალმა შვეიცარიის პასპორტი მიიღო. ამისთვის მომღერალს გერმანული ენის შესწავლა მოუწია. ამ წლის ზაფხულში ტერნერი გერმანელ მუსიკალურ პროდუსერზე ერვინ ბაჰზე დაქორწინდა, რომელიც ტერნერზე 16 წლით უმცროსია.

ტერნერის და ბაჰის ქორწილი ივლისში გაიმართა, ქორწილში 120-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული. მათ შორის იყო ბრიტანელი მუსიკოსი დევიდ ბოუვი და ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება