რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით

რატომ ურეკავს სანდრა ბალოკი ჯორჯ კლუნის ღამღამობით

Britannia Awards 2013-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლოს-ანჯელესში გაიმართა, კინოვარსკვლავმა ჯორჯ კლუნიმ ხუმრობით განაცხადა, რომ სანდრა ბალოკი მის მიმართ გულგრილი არ არის. "მას შეუძლია რამდენიც უნდა უარყოს, მაგრამ ყოველ ღამე, დაახლოებით სამი საათისთვის მირეკავს და მეუბნება: "გამარჯობა ჯორჯ, რას საქმიანობ?", - აღნიშნა 52 წლის მსახიობმა, - ამის შემდეგ კი მას უბრალოდ ერთ ბოთლ ტეკილას საჩუქრად ვუგზავნი".

ჰოლივუდის ცნობილი ბერბიჭას ეს სიტყვები, როგორც ჩანს, ერთგვარი პასუხი იყო სანდრა ბალოკის განცხადებაზე, რომელიც მან თოქ-შოუ Daybreak-ში გააკეთა - როგორც სანდრამ აღნიშნა, კლუნის მიმართ არავითარ რომანტიულ გრძნობებს არ განიცდის. "ჩვენ იმდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, რომ სექსუალურ მიზიდულობაზე საუბარიც კი არ შეიძლება. თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჯორჯი ძალიან, ძალიან ლამაზია. ის მომხიბვლელია, ჭკვიანი, ნიჭიერი და წარმატებული", - აღნიშნა სანდრამ ტელე-შოუში.

ბალოკი და კლუნი რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, საკვირველი სულაც არ არის - მსახიობები 20 წელია მეგობრობენ. "გრავიტაციის" გადაღებებზე ჯორჯი ბალოკის სამი წლის ვაჟს, ლუის დაუმეგობრდა. "ჩემი შვილი ფიქრობს, რომ კლუნი ძალიან მაგარი ტიპია. ლუის ჯორჯს, ჩემსა და ალფონსოს (ალფონსო უარონი - ფილმ "გრავიტაციის" რეჟისორი) შორის არჩევანის გაკეთება რომ მოუხდეს, ის დაუფიქრებლად ჯორჯს აირჩევს!", - განაცხადა კინოვარსკვლავმა ტორონტოში.

კლუნის თქმით, სანდრა ძალიან კარგი დედაა. "ის ზრუნავს ლუიზე და კარგ დედობას უწევს. მაგრამ ლუის კაცთან ურთიერთობაც სჭირდება".

შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის ნომინანტთა ვინაობა გახდა ცნობილი. სანდრა ბალოკი და ჯორჯ კლუნი "გრავიტაციაში" განსახიერებული როლებისთვის "საუკეთესო სამსახიობო დუეტის" ნომინაციაში წარადგინეს. გარდა ამისა, ბალოკი კიდევ ოთხ ნომინაციაში დაასახელეს, მათ შორის კატეგორიაში "საუკეთესო მსახიობი ქალი კინოში".

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება