ბობ დილანი საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა

ბობ დილანი საპატიო ლეგიონის ორდენით დაჯილდოვდა

საფრანგეთის ხელისუფლებამ ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.

პარიზში გამართულ ცერემონიაზე საფრანგეთის კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ "დილანი იქცა ახალგაზრდების გმირად, რომლებსაც სამართლიანობა და დამოუკიდებლობა წყუროდათ".

მიუხედავად იმისა, რომ ბობ დილანს არცერთი სიმღერა არ ჩაუწერია ფრანგულ ენაზე, ის გასული საუკუნის 60-70 წლებში საფრანგეთში ძალიან პოპულარული იყო.

მომღერლის საპასუხო სიტყვა მოკლე იყო - მან აღნიშნა, რომ ამაყი და მადლობელია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება