"სარგადაყლაპული" ჩინელი ჯარიკაცები

"სარგადაყლაპული" ჩინელი ჯარიკაცები

ნებისმიერი ქვეყნის არმიაში სამწყობრო მომზადებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. თანაბარი ნაბიჯებით და სწორი მწყობრით სიარულის სწავლაში, ჯარისკაცებს პლაცზე არაერთ საათს ატარებინებენ. თუმცა ჩინეთის არმიაში ჯარისკაცების გამართულ და სწორ დგომას მეტისმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ. ამას გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს.

იმისთვის, რომ ჩინელი ჯარისკაცი "სარგადაყლაპულივით" გამართულად იდგეს, ზურგზე ქამრებით T-სებრ ჯოხებს უმაგრებენ. თანაბარი სიგრძის ნაბიჯების გადადგმისთვის კი მარცხენა ფეხზე ქვიშით სავსე პატარა ტომრებს უბამენ.

ჩინურ არმიაში მყოფთა მომზადება ამით არ მთავრდება. ჩინელი სამხედრო მეთაურობის აზრით, მწყობრში მდგომ ჯარისკაცებს თავი სწორედ და რაც მთავარია ყველას ერთნაირად, ერთ დონეზე უნდა ეჭიროს. ამისთვის პერანგის საყელოზე, ორი ნემსი მაგრდება, რომლებიც თავის საჭირო დონეზე დაბლა დახრის შემთხვევაში, პერანგის მფლობელს ყელში შეერჭობა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ www.fresher.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე