ფილიპინებში დაღუპულთა რიცხვმა 3 422-ს მიაღწია

ფილიპინებში დაღუპულთა რიცხვმა 3 422-ს მიაღწია

ფილიპინებში ტაიფუნ "ჰაიანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 422-ს მიაღწია. ამის შესახებ "ბიბისი" ფილიპინების შინაგან საქმეთა მინისტრის მარ როხასის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი მომავალში კვლავ გაიზრდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპინების ზოგიერთ რეგიონში შენობების 90% სრულად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სკოლის შენობების დანგრევის გამო სწავლა დეკემბრის ბოლომდე არ განახლდება.

"ბიბისის" ინფორმაციით, დაზარალებულთა რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს. ფილიპინებში დამანგრეველი ტაიფუნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ჩინეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ წყლითა და საკვებით სავსე თვითმფრინავები მიავლინეს.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა