ფილიპინებში მომხდარი დამანგრეველი ტაიფუნის შედეგები

ფილიპინებში მომხდარი დამანგრეველი ტაიფუნის შედეგები

დამანგრეველმა ტაიფუნმა - "ჰაიანმა" ფილიპინებში 41 პროვინცია დააზარალა. კლიმატოლოგების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შტორმი იყო, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით დიდი რაოდენობით მეწყერი მოყვა.

ოფიციალური ინფორმაციით, 10 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, დაღუპულთა რიცხვმა კი 3 422-ს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, ფილიპინების ზოგიერთ რეგიონში შენობების 90% სრულად განადგურებულია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სკოლის შენობების დანგრევის გამო სწავლა დეკემბრის ბოლომდე არ განახლდება.

ფილიპინებში დამანგრეველი ტაიფუნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ჩინეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ წყლითა და საკვებით სავსე თვითმფრინავები გაგზავნა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა