ჯეიკ ჯილენჰოლი გადაღებებზე დაშავდა

ჯეიკ ჯილენჰოლი გადაღებებზე დაშავდა

მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი (Jake Gyllenhaal) ხელის მძიმე ჭრილობის გამო ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზებული. მსახიობი ფილმ Nightcrawler-ის გადაღებებზე დაშავდა.  

როგორც პრესაში წერენ, მსახიობი იმდენად შეიჭრა როლში, რომ კონტროლი დაკარგა და ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს დაშავდა. სიუჟეტის მიხედვით, ფილმის ერთ-ერთი სცენაში ჯეიკი სარკის წინ დგას და მას განრისხებული ხელს ურტყამს. მსახიობი სწორედ ამ სცენის გადაღების დროს დაშავდა.

მომხდარი ფაქტი ჯილენჰოლის წარმომადგენელმაც დაადასტურა. "სამწუხაროდ, ჯეიკი ნამდვილად დაშავდა. ექიმებს რამდენიმე ნაკერის დადება მოუწიათ, რის შემდეგაც ის საავადმყოფოდან გაწერეს", - აღნიშნა მსახიობის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ,  32 წლის მსახიობმა ამ ფილმში მონაწილეობისთვის წონაში 9 კილო დაიკლო.

/მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება