დემი მური ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

დემი მური ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება

51 წლის მსახიობი დემი მური ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ეშტონ კატჩერთან მტკივნეული დაშორების შემდეგ მსახიობი ცდილობს, ყველაფერი დაივიწყოს და ცხოვრება განაგრძოს. ამ მიზნით, ის ინდოეთშიც კი იმყოფებოდა.

ამჟამად მსახიობი თავს გაცილებით უკეთ გრძნობს და მზადაა, თავად მილა კუნისსაც კი დაუმეგობრდეს. შეგახსენებთ, ამჟამად  მილა კუნისი კატჩერის საყვარელია.

ინდოეთში გამგზავრება დემი მურს მეგობარმა, რასელ ბრენდმა ურჩია, რომელიც თავად იმყოფებოდა იქ, მომღერალ კეტი პერისთან დაშორების შემდეგ.

ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ კატჩერთან დაშორების შემდეგ დემი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალა.

შეგახსენებთ, კატჩერი და მური 2001 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ერთმანეთს კატჩერის ღალატის გამო დაშორდა. 2012 წლის ზამთარში გაყრის ოფიციალური პროცესი დაიწყო. იმავე წელს დემის ოჯახმა მსახიობი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსა.

მომზადებულია lady.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება