ჯულიანა ბარგნარი: "ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში არ ჩა­ვე­რე­ვი"

ჯულიანა ბარგნარი: "ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში არ ჩა­ვე­რე­ვი"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი მო­ცეკ­ვა­ვე ჯუ­ლი­ა­ნა ბარ­-გნა­რი­ა, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­მა პრო­ექტ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­იც­ნო. ჯუ­ლი­ა­ნას პრო­ექ­ტის პირ­ველ სე­ზონ­ზე არ გა­უ­მარ­თლა, ის და აჩი­კო მე­ფა­რი­ძე პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რის შემ­დეგ გამოეთიშნენ პრო­ექ­ტს. ჯუ­ლი­ა­ნას მეწყ­ვი­ლე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზონ­ზე ჯა­ბა კი­ლა­ძე იყო, ახ­ლა კი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ა.

- ჯუ­ლი­ა­ნა, მეწყ­ვი­ლე ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან ვის­თან უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იყო შენ­თვის მუ­შა­ო­ბა?

- არ მიყ­ვარს შე­და­რე­ბე­ბი, ამი­ტომ მეც არას­დროს არა­ვის ვა­და­რებ. ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი - აჩი­კო მე­ფა­რი­ძე, ჯა­ბა კი­ლა­ძე და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან, სა­სი­ა­მოვ­ნოა მათ­თან მუ­შა­ო­ბა.

- ალ­ბათ გსმე­ნი­ა, რომ ჯა­ბა­საც და გი­ორ­გი­საც "ბაბ­ნი­კის" იმი­ჯი აქვს...

- ორი­ვე­ზე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ამას, რაც თა­ვი­დან დის­კომ­ფორტს მიქ­მნი­და, მაგ­რამ რო­ცა გა­ვი­ცა­ნი, მივ­ხვდი, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ჩე­მი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და ეს. ძა­ლი­ან ჯიგ­რე­ბი არი­ან, არ­ც ერთი არაა "ბაბ­ნი­კი" და რა­ტომ ამ­ბო­ბენ ამას, არ ვი­ცი. სხვა­დას­ხვა ჭო­რი გავ­რცელ­და ჩვენ­ზე, ჯერ ჯა­ბა­სთან და­მაწყ­ვი­ლეს, მე­რე გი­ორ­გისთან. ერ­თ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ახ­ლოს ვი­ჯე­ქით მე და გი­ორ­გი და ამა­ზე ატყ­და ერ­თი ამ­ბა­ვი. თა­ვი­დან გან­ვიც­დი­დი, მაგ­რამ მე ხომ ვი­ცი, რა არის სი­მარ­თლე. ვი­ცი, რომ ცუდს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ და ვინ­მეს რა­მე თუ ჰგო­ნია, ეს მი­სი პრობ­ლე­მა­ა. არც ვა­პი­რებ ჭო­რებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას, ამ სი­ბინ­ძუ­რე­ში ჩა­რე­ვის სურ­ვი­ლი არ მაქვს.

- გი­ორ­გის მე­უღ­ლეს არას­დროს უეჭ­ვი­ა­ნია, მის ქმარს ასე­თი მეწყ­ვი­ლე რომ ჰყავს?

- გი­ორ­გის ჰყავს სუ­პერმე­უღ­ლე. მის­გან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა არ მიგ­რძნია, არც აქვს სა­ეჭ­ვი­ა­ნო. ძა­ლი­ან მა­გა­რი გო­გოა ანი.

- იცი ალ­ბათ, რომ გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძე გან­სა­კუთ­რე­ბით გგულ­შე­მატ­კივ­რობს?

- მარ­თლა? გი­ვი მა­გა­რი კა­ცი­ა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. პრო­ექ­ტში ყოფ­ნის დროს, რო­ცა აუტ­სა­ი­დე­რებ­ში ვი­დე­ქი, გი­ვი მე მიგზავნიდა მესიჯებს. სულ თბი­ლად მექ­ცე­ო­და, თით­ქოს პა­ტა­რა ბავ­შვი ვი­ყა­ვი, საყ­ვარ­ლად მე­ხუ­ტე­ბო­და.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს?

- 5 წე­ლია მარ­ტო ვარ, რა­ღაც სიმ­პა­თი­ე­ბი მეც მაქვს, ფლირ­ტის დო­ნე­ზეც ყო­ფი­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლი წლე­ბია, აღარ მწვე­ვი­ა. თუ გუ­ლით არ მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მექ­ნე­ბა.

- არას­დროს გყვა­რე­ბი­ა?

- მიყ­ვარ­და 5 წლის წინ, მაგ­რამ დავ­შორ­დით. ძა­ლი­ან დი­დი ტკი­ვი­ლი გა­და­ვი­ტა­ნე, არ მინ­და, იგი­ვე გან­მე­ორ­დეს. არ ვა­პი­რებ იმ სიყ­ვა­რულ­ზე ლაპარაკს. და­შო­რე­ბა ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ. რო­ცა ვხე­დავ, რომ ბი­ჭი სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ყუ­რებს და მე ადეკ­ვა­ტუ­რი გრძნო­ბით არ შე­მიძ­ლია ვუ­პა­სუ­ხო, მას არა­ნა­ირ იმედს არ ვაძ­ლევ. მარ­ტო ვი­ზუ­ა­ლი და ხა­სი­ა­თი ჩემ­თვის არა­ფერს წყვეტს, ბი­ჭი თა­ვი­სი მი­ნუ­სე­ბით და პლ­უ­სე­ბით უნ­და მომ­წონ­დეს.

- რა ეროვ­ნე­ბის გვა­რია ბარ-­გნა­რი?

- დე­დით და მა­მით ასირიელი ვარ. რა­ღაც პე­რი­ო­დი მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ვარ. სკო­ლა­ში აქ ვსწავ­ლობ­დი, მი­ჭირ­და ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი და ამის გა­მო ბავ­შვე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ. ეს დი­დი ტრა­გე­დია იყო ჩემ­თვის, ახ­ლა მე თვი­თონ "ვღა­და­ობ" ჩემს ქარ­თულ­ზე.

- მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­ში შენ და სა­ლო­მე ჭა­ჭუა ლი­დე­რობთ, კონ­კუ­რენ­ტე­ბად აღიქ­ვამთ ერ­თმა­ნეთს?

- კონ­კუ­რენ­ცია ნორ­მა­ლუ­რია ჩვენს სფე­რო­ში, სპორ­ტსმე­ნე­ბი ვართ. კონ­კურ­სე­ბი გვაქვს და მუდ­მი­ვად ვე­ჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს. მხო­ლოდ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" არ ვართ მე და სა­ლო­მე კონ­კუ­რენ­ტე­ბი. კონ­კუ­რენ­ტე­ბი ვართ პარ­კეტ­ზე, პარ­კე­ტის გა­რე­შე კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ.

- პარ­კე­ტის მიღ­მა მე­გობ­რობთ?

- ერთ სტუ­დი­ა­ში ვცეკ­ვავთ, აქ გა­ი­ზარ­და სა­ლო­მე, ვერ ვიტყ­ვი, რომ ვმე­გობ­რობთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. თუ ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ, კონ­კუ­რენ­ცია მტრო­ბა­ში არ გა­დაიზრდება.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება