BBC-ის პროექტის Top Gear-ის წამყვანი ჯერემი კლარკსონი რუსულ "თავაზიანობაზე" წერს.
"ერთი კვირა გავატარე რუსეთში - ქვეყანაში სადაც, როგორც ჩანს, არ გამოუგონებიათ ქცევის მანერები. როდესაც სასტუმროს ადმინისტრატორი მისაღებში პასპორტს გთხოვთ, ის არ ამბობს: "სერ, თუ არ შეწუხდებით, შეგიძლიათ მაჩვენოთ თქვენი პასპორტი"? ის ამბობს: "პასპორტი". ხოლო თუკი თქვენ საბუთს 3 წამში ვერ იპოვით, დაამატებს "სწრაფად".
თუკი თქვენ შეუკვეთავთ საჭმელს, რომელიც მოცემულ მომენტში მენიუში არ აქვთ, არ ელოდოთ უხერხულ განმარტებებს მიმტანისგან. ის უბრალოდ გიპასუხებთ: "ეს არ გვაქვს". ხოლო, თუკი თქვენ ცდილობთ ბარგი ე.წ. "მბრუნავი კარის" გავლით გაიტანოთ, არავინ დაგიწყებთ მოთმინებით ლოდინს, რათა ეს პრობლემა გადაჭრათ.
როდესაც Top Gear-ის ფან ბრიტანელს ჩემთან ფოტოს გადაღება სურს, ის საათების განმავლობაში მიხსნის, როგორ უყურებს მისი ვაჟი გადაცემას, როგორ შეუძლია მას ჩემი პაროდიის გაკეთება და როგორ "ლოცულობენ" ოჯახში ყველანი ჩვენს გადაცემაზე. რუსეთში კი უბრალოდ ამბობენ: "ფოტო". ხოლო თუკი მათ თან არ აქვთ ფოტოაპარატი, თქვენ გიწევთ დგომა და ლოდინი, ვიდრე არ იშოვიან აპარატს.
დისკუსიის დროს რუსები არ აძლიერებენ კონტრ-არგუმენტებს, არამედ ამბობენ - "არ ხართ მართალი". აი, როგორი საუბარი მქონდა:
- მსოფლიოს ებრაელები მართავენ
- გავიგე რაც თქვით, მაგრამ ვფიქრობ მიზეზი ამაში არ მდგომარეობს
- არ ხართ მართალი
- მაგრამ არსებობს ბევრი მაგალითი...
- გითხარით, არ ხართ მართალი
ბრიტანელისთვის ეს საკმაოდ უხეში მიდგომაა. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ არათავაზიანობა უამრავ დროს დაგიზოგავთ. როდესაც ვინმე თქვენს დროს სისულელეებში ხარჯავს, უბრალოდ უთხარით, რომ ის მართალი არ არის და წადით. ნუ იწვალებთ და ხორცის ყიდვისას ყასაბთან ნუ გააბამთ დიალოგს. მარტივად უთხარით - "ორი კოტლეტი" და დაელოდეთ, ვიდრე ანგარიშს მოგთხოვენ.
ბარში არ ეცადოთ დაიჭიროთ ბარმენის მზერა, უბრალოდ დაიყვირეთ - "ჩემი შეკვეთა რიგის ბოლოდან..."
ეს მიდგომა მუშაობს "აეროფლოტშიც". თვითმფრინავი აფრენას ისე იწყებს, რომ ჯერ კიდევ არ დამჯდარა ყველა. ხოლო, თვითმფრინავის დაჯდომისას არავინ საუბრობს ამინდზე, პილოტი არ გისურვებთ წარმატებულ ფრენას. გეუბნებიან, რომ იჯდე სწორად და დარჩე ადგილზე, ვიდრე თვითმფრინავი არ გაჩერდება.
უკვე სამშობლოში, "ჰითროუს" აეროპორტში საკმაოდ კონტაქტური საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელი შემხვდა. "დიდი ხანი მგზავრობდით?", - მკითხა მან თავაზიანად. მე დავზოგე 2 წამი და პასუხის გასაცემად თავი არ შემიწუხებია.
თავი საშინლად ვიგრძენი - საშინლად დამნაშავედ. სწორედ ამაში მდგომარეობს ბრიტანელად ყოფნის წყევლა. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ 4G და ლიფტის კარის დასახური სპეციალური ღილაკები, ასევე ჩქაროსნული მატარებლები. იმიტომ რომ, ისინი ზოგავენ ჩვენს დროს, რათა შეგვეძლოს გრძელი სამადლობელი წერილების წერა და რძის გამყიდველთან ლაქლაქი", - წერს ჯერემი კლარკსონი.
მომზადებულია www.topgearclub.ru-ს მიხედვით.