როდის "დაამუღამა" კახა ახვლედიანმა კერძების მომზადება

როდის "დაამუღამა" კახა ახვლედიანმა კერძების მომზადება

მსახიობმა კახა ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ ახალი პროფესია შეითავსა. "მაესტროს" დილის ეთერში კულინარიულ ბლოკს უძღვება და ყოველ დილით ახალ-ახალი კერძების რეცეპტებით ანებივრებს მაყურებელს. კახა დღეს ჩვენი სტუმარია. მან "რეიტინგის" მკითხველისთვის საუკეთესო დესერტის მომზადების წესიც გაიმეტა.

- გურმანი თუ ხარ და რაში გამოიხატება შენი გურმანობა?

- გურმანი ვარ. განსაკუთრებით მიყვარს ტკბილი და სასუსნავები. ვერასდროს ვერ დავიცავ დიეტას.

- მხოლოდ გემრიელი კვება გიყვარს თუ კერძების მომზადებაც გამოგდის?

- მაგრად ვწვავ კვერცხს (იცინის). არა, არ მეხერხება... თუმცა მას მერე, რაც სამზა-რეულოს რუბრიკა მიმყავს, რაღაცები დავამუღამე.

- რომელია შენი საყვარელი კერძი?

- გურმანისთვის არ არსებობს ერთი საყვარელი კერძი.

- გახსოვს, პირველად რა კერძი მოამზადე?

- კი, როგორ არა. კარტოფილის შეწვა ვცადე და დავწვი ყველაფერი. ტაფაც გავაფუჭე.

- რომელი პროდუქტი გიყვარს და რომელს არ ჭამ არასდროს?

- თითქმის ყველაფერი მიყვარს. ვერ ვჭამ მოლუსკებს, ლოკოკინებს და მსგავს ეგზოტიკურ რაღაცებს.

- ვინ ზრუნავს შენს გამოკვებაზე, ვინ გიმზადებს გემრიელ კერძებს?

- გემრიელობებს დედა მიმზადებს.

- თუ სახლში არავინაა და კერძიც არ არის მზად, ვერ მოახერხებ რაიმეს მომზადებას?

- კი, მოვახერხებ. თუ არის სახლში ინგრედიენტები, რაღაცას გავაკეთებ, მაგრამ ხანდახან მეზარება და დედას ველოდები.

- კერძი თუ გამოგიგონებია? გაგვანდე ჩვენც...

- კი, ერთხელ გამოვიგონე. შემწვარ კარტოფილს მოვასხი ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ მოვაყარე დაჭრილი ძეხვი, გახეხილი ყველი და დაბალ ცეცხლზე გავაჩერე 2 წუთით. ძმაკაცები ვიყავით მარტო სახლში. მე მომეწონა. იმათ დამცინეს, რა თქმა უნდა (იცინის), ეს რა არისო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება