საერთაშორისო ორგანიზაცია Blacksmith Institute-მა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ტოქსიკურ ადგილებსა და პრობლემებზე წერს, ამჯერად ის ქალაქები დაასახელა, სადაც 200 მილიონზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეშია.
არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს-აირესში მდებარე მდინარე Matanza-Riachuelo ერთ-ერთი ყველაზე ბინძური ადგილია; ნაგავი ყრია როგორც წყალში, ასევე ნაპირზე. ამ ადგილებში ყველაზე მეტ დროს პატარები ატარებენ - როგორც ამბობენ, ბავშვები "ნაგვის გროვებში ერთობიან". რასაკვირველია სიცოცხლისთვის ყველაზე სახიფათო ზონა უკრაინის ქალაქი ჩერნობილია; ატომური ელექტროსადგურის №4 რეაქტორზე აფეთქებიდან 27 წლის შემდეგაც კი ამ ტერიტორიაზე მაღალი რადიაციაა. ასევე საშიშ ზონად ითვლება რუსეთის სამრეწველო ქალაქი ნორილსკი.
რუსეთთან ერთად ამ სიაში მოხვდა ინდონეზიის მდინარე ჩიტარუმი. ინდონეზიაში უამრავი ქარხანა და ინდუსტრიული ქალაქებია. მაღაროების გამო ადგილობრივებს წლების განმავლობაში აღენიშნებათ ჯანმრთელობის პრობლემები.
მომზადებულია Blacksmith Institute-ს მიხედვით.