ავ­ლაბ­რის ანო­მა­ლია: "უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა განმ­კურ­ნეს"

ავ­ლაბ­რის ანო­მა­ლია: "უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა განმ­კურ­ნეს"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, ავ­ლა­ბარ­ში მცხოვ­რე­ბი მა­ი­ა­, ბავ­შვო­ბა­ში ში­შის გა­მო მძი­მედ და­ა­ვად­და, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ნი­კურ­ნა. მი­სი გან­კურ­ნე­ბა კი, რო­გორც თა­ვად ამ­ტკი­ცებს, უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა შეძ­ლეს. მას შემ­დეგ 25 წე­ლი გა­ვი­და, მა­ი­ას ახ­ლა ორი შვი­ლი ჰყავს და თავს კარ­გად გრძნობს.

-  თით­ქმის ყვე­ლამ იცის 25 წლის წინ ავ­ლა­ბარ­ში მომ­ხდა­რი ეს ამ­ბა­ვი. ხალ­ხი უცხ­ო­ე­თი­და­ნაც კი ჩა­მო­დი­ო­და. ჩემს სახ­ლში უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი მო­ვიდ­ნენ და მე მათ­თან მქონ­და კონ­ტაქ­ტი. შე­მომ­თა­ვა­ზეს კი­დეც მათ­თან წას­ვლა, მაგ­რამ უა­რი ვუთხ­ა­რი.

-  რო­დის გა­მოჩ­ნდნენ შენს სახ­ლში უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი?

-  უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი მას შემ­დეგ გამოჩ­ნდნენ, რაც მძი­მე სტრე­სის შე­დე­გად საკ­მა­ოდ პა­ტა­რა ასაკ­ში დი­ა­ბე­ტით და­­ვავად­დი, მა­ნამ­დე ავად არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ერთ სა­ღა­მოს კი დე­დას­თან ერ­თად მარ­ტო ვი­ყა­ვი შინ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად დე­და ცუ­დად გახ­და, მა­შინ მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი. არ ვი­ცო­დი რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თი ხმას ვერ ვი­ღებ­დი, მე­რე კი მე­ზობ­ლებს და­ვუ­ძა­ხე და მათ წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სტრე­სის შე­დე­გად ორი დღე ხმას არ ვი­ღებ­დი, და­მე­უფ­ლა ში­ში, რომ დე­და მოკ­ვდა, ტი­რილ­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და, სა­ერ­თოდ არ ვჭამ­დი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­და გა­დარ­ჩა. თან­და­თან უფ­რო ცუ­დად ვგრძნობ­დი თავს, უჭ­მე­ლო­ბის­გან გუ­ლი მიმ­დი­ო­და, ხა­სი­ა­თი შე­მეც­ვა­ლა. სას­წრა­ფოდ წა­მიყ­ვა­ნეს ექიმ­თან და სა­ბო­ლო­ოდ დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზი და­მის­ვეს. მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა ჩე­მი ბავ­შვო­ბა და ცხოვ­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში მი­წევ­და ყოფ­ნა. არ შე­მეძ­ლო სხვა ბავ­შვე­ბი­ვით ტკბი­ლე­უ­ლის ჭამა, მათ­თან ერ­თად სადმე წას­ვლა, მათ­თან ყოფ­ნის ხა­ლი­სიც არ მქონ­და. ოჯახ­ში არ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნი იყო, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ მძი­მედ იყო ჩე­მი საქ­მე. მა­მა და­შო­რე­ბუ­ლი იყო დე­დას­თან, ამი­ტომ მთლი­ა­ნად დე­დას უწევ­და ჩემ­ზე ზრუნ­ვა. მას თა­ვა­დაც გუ­ლი აწუ­ხებ­და, არც ისე­თი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და, რომ ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას მთლი­ა­ნად მოხ­მა­რე­ბო­და. და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო იშო­ვა და დღე ­და ­ღა­მე მუ­შა­ობ­და. მთე­ლი მი­სი ხელ­ფა­სი ჩემს წამ­ლებს სჭირ­დე­ბო­და. როცა სახ­ლში მარ­ტო ვი­ყა­ვი, ვგრძნობ­დი, რომ ვი­ღაც ყო­ველ­თვის და­დი­ო­და ოთახ­ში, თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, მაგ­რამ შემ­დეგ შე­ვეჩ­ვიე ამ "ვი­ღა­ცის" არ­სე­ბო­ბას და შე­მეძ­ლო სა­ღა­მოს მე­ზო­ბელ­თან არ შევ­სუ­ლი­ყა­ვი და დე­დას შინ დავ­ლო­დე­ბო­დი. მახ­სოვს, მა­შინ მო­დუ­რი იყო ვარ­დის­ფე­რი, ნა­ხა­ტი­ა­ნი ჩან­თა, ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო, ასე­თი ჩან­თა მე­ყი­და, ვარ­დის­ფე­რი, ბევ­რი შე­საკ­რა­ვი­თა და ნა­ხა­ტე­ბით, მაგ­რამ ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. დე­და ვერ მყი­დუ­ლობ­და, ერ­თხელ, რო­ცა სა­ბო­ლო­ოდ მითხ­რა, რომ არ შე­ეძ­ლო ასე­თი ჩან­თა ეყი­და, ატი­რე­ბუ­ლი შე­ვე­დი ოთახ­ში და ვნა­ხე, ჩემს სა­წოლ­ზე ზუს­ტად ისე­თი ჩან­თა იდო. მეც და დე­დაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი დავ­რჩით. რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ დე­დამ მი­ყი­და და ოთახ­ში და­დო. სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე პირ­ვე­ლად სახ­ლში უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ჩან­თა სწო­რედ მა­თი სა­ჩუ­ქა­რი იყო.

-  რა იცი, რომ მათ გა­ჩუ­ქეს?

-  თა­ვად მითხ­რეს, ისი­ნი ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ჩემს ოთახ­ში და ამ სურ­ვი­ლის გარ­და სხვა სურ­ვი­ლებ­საც მის­რუ­ლებ­დნენ. დე­დას თა­ვი­დან არ სჯე­რო­და ეს, ფიქ­რობ­და, რომ შე­ვი­შა­ლე, მაგ­რამ ვერ ხვდე­ბო­და, სა­ი­დან მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვი­ნატ­რებ­დი. რო­ცა უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის სტუმ­რო­ბა ჩვენს სახ­ლში დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, დე­დამ უფო­ლო­გებს მი­მარ­თა და მათ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რეს, რომ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი გვსტუმ­რობ­დნენ. თურ­მე ისი­ნი ძა­ლი­ან გულ­კე­თი­ლე­ბი არი­ან და უყ­ვართ, რო­ცა ადა­მი­ა­ნებს სურ­ვი­ლებს უს­რუ­ლე­ბენ. მო­აქვთ სა­ჩუქ­რე­ბი და მათ შო­რის ფუ­ლიც. ჩე­მი კლა­სე­ლე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე მი­დი­ოდ­ნენ და ზუს­ტად ის თან­ხა დამ­ხვდა სა­წოლ­ზე, რამ­დენ­საც ვაგ­რო­ვებ­დით. Dდა­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე სა­ჩუქ­რე­ბით მო­დი­ოდ­ნენ, მე­თა­მა­შე­ბოდ­ნენ, შე­ვეჩ­ვიე მათ არ­სე­ბო­ბას. ერთ დღეს კი მითხ­რეს, რომ მათ შე­ეძ­ლოთ ჩე­მი გან­კურ­ნე­ბა, ჩვენ­თან წა­მო­დი და სა­მუ­და­მოდ გა­ნი­კურ­ნე­ბი­ო. შე­მე­შინ­და, უა­რი ვუთხ­ა­რი და გაბ­რაზ­დნენ. მას შემ­დეგ დი­დი ხა­ნი აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან. გა­გიკ­ვირდე­ბათ და, გა­მი­ჭირ­და მათ გა­რე­შე ყოფ­ნა. მა­თი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ ჩე­მი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დამ­ძიმ­და, დე­და დღე და ღა­მეს ტი­რილ­ში ატა­რებ­და, ექი­მი არაფ­რის იმედს არ იძ­ლე­ო­და, რად­გან ავად­მყო­ფო­ბის პრო­ცე­სი სწრა­ფად წა­ვი­და უა­რე­სო­ბის­კენ. ერთ ღა­მით რა­ღაც უც­ნა­ურ­მა შეგ­რძნე­ბამ გა­მაღ­ვი­ძა, და­ვი­ნა­ხე, რომ ოთახ­ში 5 უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლი და­დი­ო­და, ხელ­ში რა­ღაც ხელ­საწყ­ო­ე­ბი ეჭი­რათ, ერ­თი ხელ­საწყო მა­ნა­თო­ბე­ლი იყო, რომ­ლი­თაც თით­ქოს მა­თ­ვა­ლი­ე­რებ­დნენ. მითხ­რეს, რომ მე სა­მუ­და­მოდ გა­ნკურ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ბევ­რი კან­ფე­ტი და­მი­ტო­ვეს და წა­ვიდ­ნენ. დე­დას ვუთხ­ა­რი ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ და­მი­ჯე­რა. მას შემ­დეგ ხა­სი­ა­თი შე­მეც­ვა­ლა, ყვე­ლაფ­რის ხა­ლი­სი და­მიბ­რუნ­და. ექიმ­თან რომ მი­ვე­დით, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა, თით­ქოს დი­ა­ბე­ტი არა­სო­დეს მქო­ნი­ა. ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან გახ­მა­ურ­და, ხალ­ხი მო­დი­ო­და ჩვენს სახ­ლში და ავად­მყო­ფი შვი­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­კურ­ნე­ბას სთხოვ­დნენ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებს. მათ­თვის მოჰ­ქონ­დათ ბევ­რი ტკბი­ლე­უ­ლი და თაფ­ლი. ია­პო­ნი­ი­და­ნაც კი ჩა­მო­ვიდ­ნენ უფო­ლო­გე­ბი, თქვეს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა პრაქ­ტი­კა­ში არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­მა ისევ შე­მომ­თა­ვა­ზეს მათ­თან წას­ვლა, მე ისევ უა­რი ვუთხ­ა­რი და მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლან. გაბ­რაზ­დნენ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს

9 თებერვლის ანგელოზის სავსემთვარეობა და მაგიური რიტუალი, რომელიც თქვენს ცხოვრებასა და ჯანმრთელობას უკეთესობისკენ შეცვლის