რა­ტომ არ არის ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გვერ­დით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი

რა­ტომ არ არის ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გვერ­დით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი

მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბით" გა­იც­ნო. მის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი კა­ტო მა­ყუ­რე­ბელ­მა ძა­ლი­ან შე­იყ­ვა­რა. მარ­თა­ლი­ა, ნი­ნომ სე­რი­ა­ლი და­ტო­ვა, მაგ­რამ ერ­თგულ მა­ყუ­რე­ბელს მი­სი ნახ­ვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე შე­უძ­ლი­ა, სა­დაც ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ამ თე­მა­ზე ნი­ნო თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

-  ცო­ტა ხნის წინ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დავ­დგით სპექ­ტაკ­ლი "მთვრა­ლი ალუ­ბა­ლი", რომ­ლის რე­ჟი­სო­რიც ლე­ვან წუ­ლა­ძე­ა. პრე­მი­ე­რის შემ­დეგ სპექ­ტაკლს იმ­დე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, რომ თვის ბო­ლომ­დე უკ­ვე ყვე­ლა ბი­ლე­თი გა­ყი­დუ­ლი­ა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. გარ­და ამი­სა, სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სე­რი­ალ "ა­ლის და თე­ოს" გა­და­ღე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ახ­ლა მონ­ტაჟ­დე­ბა და იმე­დია, მა­ლე ვი­ხი­ლავთ ერ­თ-ერთ ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხზე. კი­ნოს რაც შე­ე­ხე­ბა, კას­ტინ­გებ­ზე დავ­დი­ვარ და ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა.

-  თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა რა არის?

-  ალ­ბათ, ის საქ­მე, რა­საც უკ­ვე ამ­დე­ნი წე­ლია ვემ­სა­ხუ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და ჩე­მი მე­გობ­რე­ბის­თვის "გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის" კე­თე­ბა, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მე­ბის ნახ­ვა და კარ­გი მუ­სი­კის მოს­მე­ნა. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ მიყ­ვარს.

-  ვინ არის ადა­მი­ა­ნი, ვის აზ­რსაც ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

-  ასე­თი ადა­მი­ა­ნი ბევ­რი­ა. ვი­საც ამა თუ იმ სა­კითხ­ში გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, ყვე­ლას აზრს ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

-  ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, თა­ვის მოვ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დი გაქვთ?

-  არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ გვი­ან ღა­მით არ ვჭა­მო, დავ­დი­ვარ სა­ცუ­რაო აუზ­ზე, ვვარ­ჯი­შობ, ერთ ად­გი­ლას ჯდო­მას ვერ ვე­გუ­ე­ბი. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ადა­მი­ანს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბა. ასე რომ, ჩემ­თვის თა­ვის მოვ­ლის ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­თო­დი ვარ­ჯი­ში და ცურ­ვა­ა.

-  რო­გო­რია ნი­ნოს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე?

-  ყო­ვე­ლი დღე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი­ა, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, დი­ლას ვარ­ჯი­შით ვიწყ­ებ და, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, სპექ­ტაკ­ლით ვას­რუ­ლებ.

-  თქვენ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რა ხდე­ბა?

-  სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ იმე­დი უნ­და გა­ვუც­რუო ყვე­ლას და ვუთხ­რა, რომ ისევ მარ­ტო ვარ და თა­ვი­სუფ­ლე­ბით ვტკბე­ბი.

-  რა არის თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის კრე­დო?

-  ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს მა­ნამ­დე, ვიდ­რე რა­ღა­ცის სწამს, უყ­ვარს და შე­უძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის­თვის იბ­რძო­ლოს - აი, ეს გახ­ლავთ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერ­თ-ერ­თი უტყ­უ­ა­რი კრე­დო.

ქე­თი სა­გი­ნაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება