როდის გაიღვიძა ნიკა გრიგოლიამ კოტიკო თოლორაიას გვერდზე

 როდის გაიღვიძა ნიკა გრიგოლიამ კოტიკო თოლორაიას გვერდზე

მას მერე, რაც ნიკა გრიგოლია "კომედი ჯგუფს" გამოეყო, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2" -ზე ახალ პროექტს იწყებდა. ამ ინფორმაციას თავად ნიკაც ადასტურებდა. პროცესი გაიწელა, ნიკა კვლავ არ ჩანს სცენაზე და კვლავ გვპირდება, რომ მალე ვნახავთ ამ არხზე, მანამდე კი მასთან ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.

- დრო რომ იყიდებოდეს...

- იმდენს ვიყიდდი, რამდენზეც ფული მეყოფოდა, ვიცხოვრებდი მუდამ ახალგაზრდა და ბედნიერი.

- ყველაზე მწარედ მახსოვს...

- (ფიქრობს) ბევრი სიმწარე მახსოვს, მაგრამ ახლა ბოლოდროინდელი ამბავი მახსენდება. მოტოთი მივდიოდი, უცბად გამოვარდა ძაღლი და გამომეკიდა. შემაშინა. არ ევასებათ მაგათ მოტოები, ხმაზე ღიზიანდებიან.

- თვალს ვარიდებ...

- ყველაფერს, რაც არ მაინტერესებს.

- არ მომწონს...

- გოგო, რომელიც უტვინოა.

- ბევრი შეგხვედრია ასეთი?

- არ გამიტყდება იმის თქმა, რომ ცხოვრებაში ბევრი უტვინო გოგო შემხვედრია. უჭკუო გოგონები კაცებს მოსწონთ.

- მეშინია...

- გუშინ ვფიქრობდი ზუსტად ამ თემაზე. ბუნებრივი კატაკლიზმების არ მეშინია. ფობიებიც არ მაქვს. ჩემი ნივთების დაკარგვის მეშინია ყველაზე მეტად. ახლახან სახლი გამიტეხეს და ალბათ, იქიდან ამეკვიატა ეს შიში.

- ახლახან როდის?

- ორი კვირის წინ. მოვედით და კარი შემტვრეული დამხვდა. არაფერი წაუღიათ. მეზობელმა მალე შეამჩნია და ხმაურზე გაიქცნენ ალბათ.

- სახლი რომ მეწვებოდეს, პირველ რიგში, გამოვიტანდი...

- ალბათ, მეც დავიწვებოდი იმის ფიქრში, რა გამომეტანა პირველი. ყველა ნივთი ძვირფასია ჩემთვის, მაგრამ პირველი ალბათ მაინც მოტო იქნებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება