ანჯელინა ჯოლი - დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩემით იამაყებდა

ანჯელინა ჯოლი - დედა რომ ცოცხალი იყოს, ჩემით იამაყებდა

გასულ შაბათს ჰოლივუდში Governors Awards -ის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ანჯელინა ჯოლიმ სპეციალური ჯილდო მიიღო ჰუმანიტარულ საქმიანობაში წვლილის შეტანისთვის. ჯილდოს ე.წ. "ჰუმანიტარულ ოსკარსაც" უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ "ოსკარის" მთელი ისტორიის განმავლობაში ჯილდო სულ 35-ჯერ გასცეს. ჯოლის პატივი ხვდა წილად, ქანდაკების 36-ე მფლობლი გამხდარიყო. მსახიობს საპატიო ოსკარი რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა გადასცა.

სცენიდან ჯოლიმ ოჯახს მიმართა: "ჩემი ოჯახი ჩემი სიყვარულია, თქვენს სიყვარულს და თანადგომას შეუძლია, ყველაფერი შესაძლებლად აქციოს. ჩემთვის არ არის იმაზე დიდი პატივი, რომ ვიყო დედაშენი" (ცერემონიაზე ჯოლი მეუღლესთან ბრედ პიტთან და ვაჟთან - მედოქსთან ერთად მივიდა).

მსახიობმა თავისი გარდაცვლილი დედაც  - მარშელინ ბერტრანიც გაიხსენა, რომელიც ანჯელინას შთააგონებდა, ყოფილიყო ქველმოქმედი.

"დედას უყვარდა ხელოვნება, სურდა მე და ჩემი ძმა მსახიობები გამოვსულიყავით. მას მიაჩნდა, რომ ცხოვრება არაფერს ნიშნავს, თუკი თქვენ სხვებისთვის არაფერ სასარგებლოს არ აკეთებთ".

ვარსკვლავმა ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათ ყველას ძალიან გაუმართლათ. "ჩვენ, ვინც ამ დარბაზში ვიმყოფებით, ძალიან გაგვიმართლა. მე ვერ ვხვდები, რატომ მაქვს ცხოვრებაში ყველაფერი რაც აუცილებელია, მაშინ როდესაც მსოფლიოში უამრავი ნიჭიერი ქალი, რომელთაც შეეძლოთ შეექმნათ არანაკლებ კარგი ფილმები, მოხვდა დევნილთა ბანაკში. მე გავაკეთებ ყველაფერს, რათა მათ დავეხმარო. დედა რომ ცოცხალი იყოს, ის ჩემით იამაყებდა",- განაცხადა ანჯელინამ.

გარდა ამისა, მსახიობმა მადლობა გადაუხადა ბოსნიელ მსახიობებს, რომლებმაც მის ფილმში In the Land of Blood and Honey ითამაშეს.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება