ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

კუნძულ სიცილიაზე მდებარე მოქმედი ვულკანი ეტნა კვლავ გააქტიურდა.

ვულკანიდან ცხელი ლავა მოედინება. წელს ეს ვულკანის რიგით მეთექვსმეტე ამოფრქვევაა. ზარალის თავიდან აცილების მიზნით, დაიხურა აეროპორტი, თუმცა მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა.

ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. საშუალოდ 3 თვეში ერთხელ ვულკანიდან ლავა იფრქვევა. ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. 1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალიც კი შექმნეს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა