ბრედლი კუპერმა იუბილარი გულშემატკივარი მოინახულა

ბრედლი კუპერმა იუბილარი გულშემატკივარი მოინახულა

ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერი მეგობრებს საჩუქრებით ხშირად ანებივრებს და ფანებთან ყველაზე თბილი ურთიერთობა აქვს.

ვარსკვლავი ნიუ-იორკში ახალი ფილმის American Hustle-ს გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდა. მოულოდნელად ბრედლისთან ორი ახალგაზრდა გოგონა მივიდა, რომლებმაც ვარსკვლავს უთხრეს, რომ დღეს მათი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა, ძალიან უნდოდა მოედანზე მისვლა, მაგრამ უფროსმა სამსახურიდან არ გამოუშვაო. თვითმხილველების თქმით, ბრედლი გადაღების შემდეგ გოგონებთან ერთად იუბილართან ოფისში წავიდა.

როდესაც ოფისში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი შევიდა, გოგონები გაოგნდნენ, იუბილარი კი მოულოდნელი საჩუქრის გამო შეუძლოდ გახდა.

"მითხრეს, რომ გოგონას დაბადების დღეა და ჩემი გულშემატკივარია. ძალიან შემეშინდა, როდესაც ჩემს დანახვაზე ცუდად გახდა. დღეს ლამაზი კომპლიმენტი მივიღე - მან მითხრა, რომ დაბადების დღეზე ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი სახით მიართვეს", - განაცხადა მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება