ევა ლონგორიას ახალი საყვარელი ჰყავს

ევა ლონგორიას ახალი საყვარელი ჰყავს

ევა ლონგორიას ახალი საყვარელი ჰყავს. ზაფხულის ბოლოს მსახიობი ბიზნესმენ ერნესტო აგრელოს დაშორდა. მაგრამ "სასოწარკვეთილი დიასახლისების" ვარსკვლავი მარტო დიდხანს არ დარჩენილა: გასულ პარასკევს მსახიობი მეხიკოში Case De La Bola-ს მუზეუმში Museo Jumex-ის გახსნაზე ლათინური ამერიკის უმსხვილესი მედია კომპანია Televisa-ს 45 წლის პრეზიდენტ ანტონიო ბასტონთან ერთად მივიდა.

მსახიობის ახლობლები ამბობენ, რომ ანტონიომ ევა ყურადღებითა და მზრუნველობით მოხიბლა. ეს წითელ ხალიჩაზე მათი პირველი საჯარო გამოჩენა იყო, მაგრამ საზოგადოება წყვილს ერთად პირველად არ ხედავს, მათ რამდენჯერმე ნიუ-იორკის რესტორან Serafina-ში ივახშმეს. თვითმხილველების თქმით, ევა ბედნიერი ჩანდა.

მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება