Lady Gaga-ს მფრინავი კაბა

Lady Gaga-ს მფრინავი კაბა

მესამე სტუდიური ალბომის - Artpop-ის გამოსვლამდე ექსცენტრიულმა ამერიკელმა მომღერალმა ლედი გაგამ ნიუ-იორკში შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოაწყო, რომელზეც საზოგადოება საკუთარი ჩაცმულობით კიდევ ერთხელ განაცვიფრა.

ამჯერად მსახიობმა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ მალე კოსმოსში გაფრინდება და ორბიტაზე იმღერებს, პირველი მფრინავი კაბა წარმოადგინა. მას Volantis ჰქვია.

Volantis მასიურ კონსტრუქციას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის სიმაღლის პილოტის "სალონისგან" შედგება, მისი კორპუსი თეთრი ფერის კაბის ფორმისაა და ზემოდან ექვსცილინდრიანი ძრავი აქვს. კაბა 50-ვოლტიანი ბატარეით დაფრინავს.

მომღერალი აპარატის სალონში აძვრა და დაახლოებით ნახევარ მეტრ სიმაღლეზე აფრინდა. ფრენის დროს კაბა მწერების ბზუილის ხმას გამოსცემდა.

"მინდა, რომ დღევანდელი დღე მივუძღვნა ჩემთვის მნიშვნელოვანს, მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობას",- განაცხადა მომღერალმა. მისი თქმით, Volantis მისმა შემოქმედებითმა ჯგუფმა დააპროექტა და იგი ახალგაზრდების თავისუფალი სულისკვეთების გამომხატველია.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ Volantis-ს დიდი მომავალი აქვს: "ჩვენ იმდენი რამის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ყველას მომოვალ მოგზაურობებთან, კომუნიკაციებთან, ტექნოლოგიებთან, მოდასა და ხელოვნებასთან დაკავშირებით იმდენი ოცნება გვაქვს, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შთაგონების ქონაა",- აღნიშნა ლედი გაგამ.

მომზადებულია The Wall Street Journal -ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება