ვინ გადაიღო გეების შიშველი ფოტოები

ვინ გადაიღო გეების შიშველი ფოტოები

ის 26 წლის არის, მაგრამ ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული გზა გაიარა. 14 წლამდე მშობლებთან ერთად საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მშობლიური ენა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისწავლა. მართალია, უკვე ბევრი წელია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. რეზო ოზერი - ასე იცნობს საზოგადოება ახალგაზრდა ფოტოგრაფს. არ მოსწონს, როდესაც მხოლოდ შიშველი გოგონების ფოტოგრაფად იცნობენ, რადგან სიშიშვლე მისთვის მხოლოდ ხელოვნებაა და გული სწყდება, რომ ასე საქართველოში მცხოვრები ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს. ერთი წლის წინ გეების ნუდი (შიშველი) სერია გადაიღო, თუმცა მათ სთხოვეს, რომ მათი ფოტოები არ გავრცელებულიყო. რეზომ ერთი ფოტო მაინც მოგვაწოდა, ოღონდ მოდელებს თვალები დაფარული აქვთ.

- რუსეთში დავიბადე და გავიზარდე. მშობლებთან ერთად ბევრს ვმოგზაურობდი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. დედა ეროვნებით რუსია, მამა - ქართველი. საქართველოში საცხოვრებლად 2000 წელს 14 წლის ასაკში დავბრუნდი. ენა არ ვიცოდი, აქ დავიწყე სწავლა. ქვეყანაში არეული სიტუაცია იყო, რაც ძალიან უცხო გახლდათ ჩემთვის. ძნელია აქ ცხოვრება, მით უმეტეს ხელოვანისთვის. როდესაც ადამიანი მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ფიქრობს, მაშინ საქართველო ცუდი ქვეყანა არ არის. თუ ხელოვნებაში გინდა აღიარება, მაშინ რთულია.

- საბჭოთა კავშირში ცხოვრების წლებს როგორ გაიხსენებდით?

- ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. ძირითადად ეკატერინბურგში ვცხოვრობდით, მაგრამ არასოდეს მქონია მუდმივი საცხოვრებელი სახლი ან მეგობრების წრე, რადგან სულ ვიცვლიდით ადგილს, სკოლებს. მამა ხან სად შოულობდა სამსახურს, ხან სად. ბუნებით ავანტიურისტია, მოსწონდა მოგზაურობა და ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მყავს ერთი და, მარიამ ღვედაშვილი. ძალიან ნიჭიერი ფოტოგრაფია, რუსეთში სამხატვრო სკოლა დაამთავრა. შეიძლება, საქართველოში არ იცნობდნენ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც ბავშვების ფოტოებზე მუშაობს. მისი ფოტოები ამერიკაში, ჩინეთში სხვადასხვა ჟურნალში იბეჭდება და სხვათა შორის, საქართველოსთან შედარებით, ამ ქვეყნებში ფულსაც შოულობს საკუთარი შემოქმედებით.

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?

- უმაღლესში არ ჩამიბარებია, მუშაობა დავიწყე. იმ დროს აზრი არ ჰქონდა არსად ჩაბარებას, რადგან სტუდენტები უბრალოდ დადიოდნენ. პირველმა ხელფასმა დამოუკიდებლობა მომიტანა. სანამ ჩემი თანატოლები სწავლობდნენ, მე ვმუშაობდი და 18 წლის ვიყავი, ფოტოგრაფიაზე ფიქრი რომ დავიწყე. ძველი, გაფუჭებული ''ზენიტი'' მქონდა, ეს აპარატი სახლში ვიპოვე, ბავშვობაში ფოტოებს ამით მიღებდნენ. მოგვიანებით ფული შევაგროვე და კარგი ფოტოაპარატი ვიყიდე. თავიდან პორტრეტებს ვიღებდი. ჩემთვის ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარია, ადამიანში ხასიათი დამენახა. კარგად გამომდიოდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, ეს ჩემი არ იყო და ერთი პერიოდი შიშველი ნატურის გადაღება დავიწყე. შერეულად ვიღებდი ქალაქის პეიზაჟებსაც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება