მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება

მირანდა კერი ლეონარდო დიკაპრიოს ხვდება

ჰოლივუდის ყველაზე სასურველი სასიძო, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო და სუპერმოდელი მირანდა კერი პაპარაცებმა ლას-ვეგასში ძალიან მხიარულ გარემოში შენიშნეს.

მირანდა და ლეონარდო რამდენიმე მეგობართან ერთად მხიარულობდნენ. "სადილზე მირანდა მეგობარ გოგონებთან ერთად მივიდა. კერი და დიკაპრიო ერთად ისხდნენ, გვიანობამდე იცინოდნენ და ლაპარაკობდნენ", - ამბობს თვითმხილველი ჟურნალ E!-ს ჟურნალისტთან საუბარში.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლეონარდოსა და სუპერმოდელს "ზედმეტად თბილ" გარემოში ხედავენ - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კერი მსახიობ ორლანდო ბლუმის ცოლი იყო, დასავლურ პრესაში წერდნენ, რომ მოდელი ქმარს დიკაპრიოსთან ღალატობს.

ყველაფერი ლეონარდოს დაბადების დღის წვეულებიდან დაიწყო. როგორც პრესაში წერდნენ, ორლანდოს სახლში წასვლის შემდეგ, ლეონარდო და მირანდა ნამდვილი შეყვარებულებივით იქცეოდნენ - მთელი ღამე ერთად ცეკვავდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ რესტორანში ისადილეს, რესტორნიდან საერთო მეგობრებთან ერთად ბარში წავიდნენ, ბოლოს კი მსახიობ კამერონ დიასის კლუბის გახსნის ცერემონიაზე გადაინაცვლეს.

რაც შეეხება მირანდასა და ორლანდოს - წყვილი 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ რამდენიმე თვის წინ ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდა.

მომზადებულია E!-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება