ლედი გაგა - ნამდვილი სიყვარულის პოვნა გამიჭირდა

ლედი გაგა - ნამდვილი სიყვარულის პოვნა გამიჭირდა

ლედი გაგამ განაცხადა, რომ მას სიყვარულის პოვნა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მსახიობი ტეილორ კინი, რომელსაც მომღერალი წელიწადზე მეტია ხვდება, იდეალური მამაკაცია.

მიუხედავად წყვილის დაშორების შესახებ გავრცელებული ჭორებისა, ისინი ბედნიერები არიან. შეგახსენებთ, რომ 32 წლის კინი ლედი გაგამ You and I-ს გადაღებებზე გაიცნო.

27 წლის მომღერალი აცხადებს, რომ ბევრ მამაკაცს მისი თაყვანისმცემლები აფრთხობდა.  "ბევრ მამაკაცს ჩემი თაყვანისმცემლების რაოდენობა და ჩემს გარშემო არსებული ხმაური აფრთხობდა. არ არის ადვილი, აიტანო ისეთი ქალის წარმატება, როგორიც მე ვარ.  საერთოდაც, მან (ტეილორმა) ჩემთან ერთად გრძელი გზა გაიარა -  ალკოჰოლი, ნარკოტიკები... ამიტომაც, მე მას ძალიან ვაფასებ",- ამბობს მომღერალი.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება