მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია

მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსია

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა 2013 წლის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსის რეიტინგი დაასახელა.

რეიტინგს 55 წლის პოპ-ვარსკვლავი მადონა ლიდერობს, მეორე ადგილი Lady GaGa-მ დაიკავა, მესამე კი როკ-ჯგუფ Bon Jovi-ს ერგო.

2013 წელს მადონას შემოსავალი 125 მლნ დოლარს შეადგენს, მისი მთავარი წყარო კონცერტებზე ბილეთების, ტანსაცმლის ხაზ Material Girl-ის და Truth or Dare -ის პარფიუმერიის გაყიდვაა.

ლედი გაგამ ერთ წელიწადში 80 მლნ დოლარის მოგროვება მოახერხა. ხოლო როკ-ჯგუფმა Bon Jovi-მ 79 მლნ დოლარის.

2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები Forbes-ის ვერსიით

1. მადონა (125 მლნ დოლარი)

2. Lady GaGa (80 მლნ)

3. ჯგუფი Bon Jovi (79 მლნ)

4. ტობი კიტი (65 მლნ)

5. ჯგუფი Coldplay (64 მლნ)

6. ჯასტინ ბიბერი (58 მლნ)

7. ტეილორ სვიფტი (55 მლნ)

8. ელტონ ჯონი (54 მლნ)

9. ბიონსე (53 მლნ)

10, კენი ჩესნი (53 მლნ)

11. P. Diddy (50 მლნ)

12. პოლ მაკარტნი (47 მლნ)

13. კელვინ ჰარისი (46 მლნ)

14. ჯენიფერ ლოპესი (45 მლნ)

15. როჯერ უოტერსი (44 მლნ)

16. ჯგუფი Muse (43 მლნ)

17. Rihanna (43 მლნ)

18. Jay Z (42 მლნ)

19. ჯგუფი One Direction (42 მლნ)

20. Dr. Dre (40 მლნ)

21. ჯგუფი Rolling Stones (39 მლნ)

22. ჯგუფი Red Hot Chili Peppers (40 მლნ)

23. კეტი პერი (39 მლნ)

24. ტიმ მაკგრო (33 მლნ)

25. Pink (32 მლნ)

მადონა სკანდალებით ცნობილია. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი თურქეთში სცენაზე მის მიერ მოწყობილი სტრიპტიზია.

ვარსკვლავმა სცენაზე სიმღერა "Human Nature"-ს შესრულების დროს მოულოდნელად გახდა დაიწყო. პერანგის გახდის შემდეგ, მან ბუსტჰალტერი ჩაიწია და აუდიტორიას მკერდი უჩვენა; კონცერტზე მისული საზოგადოება გაოცებული უყურებდა მომღერალს. იმისთვის, რომ ხალხი შოკში არ ჩაეგდო, მადონას ზურგზე ეწერა: "არ შეგეშინდეთ". მუსულმანურ ქვეყანაში მომღერლის საქციელმა გაღიზიანება გამოიწვია.

შარშან, კი ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც პოპის დედოფალი რეპერ ნიკი მინაჟს 29-ე დაბადების დღეს ტუჩებში კოცნით ულოცავს. ამასთან, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადონა კამერის წინ ქალ მომღერალს ტუჩებში კოცნის. 2003 წელს, MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მადონამ მომღერალ ბრიტნი სპირსს აკოცა.

მაგრამ მომღერალს სხვისი აზრი ნაკლებად ანაღვლებს. "ვისაც ჩემი ცხოვრება არ მოსწონს, მისი პრობლემაა",- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მადონამ.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება