შონ პენმა გულშემატკივარს აგინა

შონ პენმა გულშემატკივარს აგინა

ჰოლივუდის მეგა ვარსკვლავი შონ პენი ქარიზმატული ხასიათით გამოირჩევა, მაგრამ ნებისმიერ წვრილმანზე ადვილად აფეთქება ახასიათებს. ამჯერად მის გულშემატკივარს არ გაუმართლა.

ტემპერამენტიანი მსახიობი სან-ფრანცისკოში მდებარე სასტუმრო St. Regis-ში სადილობდა, როდესაც მოულოდნელად დაინახა, როგორ უღებდნენ ფოტოს მობილური ტელეფონით. მამაკაცი რიგითი გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელიც არც პაპარაცი იყო და არც ფოტოგრაფი. ვარსკვლავმა ემოციები ვერ შეიკავა და მას აგინა.

"ზოოპარკის ცხოველებს ვგავართ? ეხლა შენს მობილურ ტელეფონს შეგაჭმევ. გაეთრიე აქედან", - ყვიროდა მსახიობი.

პენი მამაკაცთან მოულოდნელად მიიჭრა, მობილური წაართვა და იატაკზე მოისროლა. მენეჯერმა დაძაბული სიტუაცია მალევე განმუხტა.

მომზადებულია tmz.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება