გოსლინგი მენდესს დაშორდა და მაკადამსს დაუბრუნდა

გოსლინგი მენდესს დაშორდა და მაკადამსს დაუბრუნდა

ჰოლივუდის მსახიობი რაიან გოსლინგი კვლავ სკანდალში გაეხვა. როგორც მსახიობის მეგობრები აცხადებენ, რაიანი მსახიობ ევა მენდესს დაშორდა, რომ ურთიერთობა რეიჩელ მაკადამსთან აღედგინა. რაიანი მენდესის ეჭვიანობით იმდენად დაიღალა, რომ მასთან დაშორება გადაწყვიტა.

"რაიანისა და ევას პრობლემა ისაა, რომ ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვთ. რაიანს გუნება მალე ეცვლება, ევა კი საკუთარ თავში დარწმუნებული არაა",- აცხადებს მსახიობების ახლობელი.

წყვილის მეგობრები ასევე აღნიშნავენ, რომ ევას მიტოვების შემდეგ, რაიანმა შვება ყოფილი საყვარლის, მსახიობ რეიჩელ მაკადამსის მკლავებში ჰპოვა.

"რეიჩელი და რაიანი, მაკადამსის საქმროსთან დაშორების შემდეგ ერთნამეთს ხშირად ნახულობენ. რეიჩელმა ყოფილ საყვარელს მხარდაჭერისთვის მიმართა, რადგან ისინი 5 წლის წინ დაშორების მიუხედავად, კვლავ მეგობრობენ. მაგრამ ახლა მსახიობი ხვდება, რომ ურთიერთობის გაღრმავების შანსი აქვთ",-ამბობენ მსახიობის მეგობრები.

მომზადებულია wday.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება