უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოქალაქეებმა კიევის "დამოუკიდებლობის მოედანზე" გააპროტესტეს

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება მოქალაქეებმა კიევის "დამოუკიდებლობის მოედანზე" გააპროტესტეს

უკრაინის უარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ მოქალაქეებმა კიევის "დამოუკიდებლობის მოედანზე" გააპროტესტეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლების გადაწყვეტილება რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ გააპროტესტა. აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას მოედანზე პარტიული დროშების გარეშე მისვლისკენ მოუწოდეს.

უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

"განკარგულება მიღებულ იქნა დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას", - ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა