მსახიობ ჰიუ ჯეკმანს სიმსივნური წარმონაქმნი მოკვეთეს

მსახიობ ჰიუ ჯეკმანს სიმსივნური წარმონაქმნი მოკვეთეს

ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა სიმსივნური წარმონაქმნი მოიკვეთა. მსახიობის თქმით, მეუღლის, დებორას დაჟინებითი თხოვნით დერმატოლოგთან მივიდა, რომ ცხვირზე "ამოსული" საეჭვო წარმონაქმნი შეემოწმებინა. მეუღლის შიში დადასტურდა: ექიმმა "ბაზალური უჯრედის კარცინომას" დიაგნოზი დასვა.

"გთხოვთ, ჭკუას მოუხმეთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ. აუცილებლად ექიმს ეჩვენეთ და მზის საცხის გამოყენება არ დაგავიწყდეთ",- აღნიშნა ჯეკმანმა Twitter-ში.

კანის ბაზალური უჯრედის კარცინომა - სიმსივნეა, რომელიც ყველაზე მეტად ყელისა და თავის კანზე ჩნდება და საკმაოდ ნელა ვითარდება. ბაზალური უჯრედის კარცინომას წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა დაწვის შედეგად კანის დაზიანება, რადიაციის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იყოს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება